როგორ ეხმაურებიან "ევროვიზიის" შედეგებს ქართველი მომღერლები

როგორ ეხმაურებიან "ევროვიზიის" შედეგებს ქართველი მომღერლები

საქართველო ევროვიზიის ფინალში ვერც წელს მოხვდა. ქართველი კონკურსანტები - ჯგუფი The Shin-ი და მარიკო ებრალიძე ევროფესტივალს ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშნენ. ამ სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში საერთაშორისო კონკურსის ყოფილი მონაწილეები და სხვა ქართველი მომღერლები ეხმაურებიან.

"საქართველო ჩემთვის მაინც ფინალისტია", - დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ანრი ჯოხაძემ, რომელმაც ორი წლის წინ ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენდა. ანრის პოსტს აქტიური გამოხმაურება მოყვა.

ნინი ბადურაშვილი: ძალიან ცუდია, რაც მოხდა :((

ანრი ჯოხაძე: უკაცრავად მაგრამ 3 წელია თითქმის ერთნაირი შედეგი გვაქვს და ურიგო არ იქნებოდა, ჩვენი საზ მაუწყებელი დაფიქრდეს იმაზე, თუ ვინ კურირებს და ვის აბარია დღეს, რამდენად კომპეტენტურ ხალხს ევროვიზიის კონკურსი (ყველას არ ვგულისხმობ ცხადია მაგრამ ...)

ის გაურკვეველი სქესი ყველაზე მაგარი სიმღერით გამოვიდა და ყველაზე მაგრა იმღერა გასაგებია, რომ იმიჯი საკმაოდ არასასიამოვნო ჰქონდა, მაგრამ წელს კონჩიტამ ვაჟკაცებს შეუსრულა ისე გამოვიდა :)))))))

სოფო გელოვანი: ანრი, სამი წელი ერთნაირი შედეგი როგორ გვაქვს? ჩვენ ფინალში გავედით! ნუ გვაბრალებ ))))

ნოდიკო ტატიშვილი: მართაალ <3

ანრი ჯოხაძე: ნოფო, ნახევარფინალში მეათე ადგილი ფინალში გადასვლას ნიშნავს, მაგრამ ბოლო წამს მე-17-დან მე-15 ადგილზე გადასვლა შედეგი არ არის, ეს თქვენს მაღალი ხარისხის შესრულებას ნამდვილად არ აყენებს ჩრდილს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პროდაქშენს კარგად რომ ემუშავა და ილუზიებით და ნახევრად რეალობას მოწყვეტილები რომ არ ყოფილიყვნენ, თქვენ მინიმუმ ათეულში უნდა ყოფილიყავით.

სოფო გელოვანი: ანრი, ანუ გინდა თქვა, რომ ჩვენ ერთნაირი შედეგი გვქონდა? ჩემთვის საამაყო აი ეს პრიზია, პრესის პრიზი, რომელსაც გადასცემენ მხოლოდ ევროვიზიის გამარჯვებულებს. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მოვიაზრებოდით ხუთეულში (ყოველგვარი გადაჭარბებით ვამბობ) რატო განვითარდა შემდეგ ასე მოვლენები, ესეც ნათელია...

ანრი ჯოხაძე: ერთნაირი არა, მე ვამბობ, 3 წელია თითქმის ერთნაირი შედეგი.

რა ვიცი, სოფო, მე-15 ადგილისთვის მიდიოდით, დავიჯერო?! მე არ წავსულვარ green room- ში დასარჩენად, ისევე როგორც მარიკო და "შინი", მაგრამ ეს შედეგები ვინმეს როგორც პროფესიონალს ხომ არ აკნინებს? მე მხოლოდ ფაქტს გავუსვი ხაზი. ყველაზე მთავარი კი არა "ევროვიზიის" შედეგებია, არამედ კარიერა, რომელსაც ვქმნით. არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩემი შედეგის გასაუმჯობესებლად წახვედით, თუ ასეა, მე ვამაყობ.

P.S რაც შეეხება ხუთეულში "მოვიაზრებოდით" კატეგორიიდან არ ჩამოვთვლი ისეთ "ევროვიზიულ" სამოთხეში მოვიაზრებოდი ჩვენი პროდაქშენისთვის რომ გეკითხა, მაგრამ კი დავრჩი იმ ტახტზე ფინალში გადაუსვლელად.

კონკურსის შედეგებს ეხმაურება "ფეისბუქის" პირად გვერდზე მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.

"ვის რა უკვირს ? მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ კონკრეტული კომპოზიციით ძალიან გაგვიჭირდებოდა ფონს გასვლა. მე გულწრფელად ვამბობ არც შინის და არც მარიკოს პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება უბრალოდ ამდენი წელია ვერ გავიგეთ ის რომ მეცნიერებითა და ფილოსოფიით ევროვიზიაზე არ უნდა მივდიოდეთ. ეს ჩემი მოკრძალებული აზრია და არ არის საჭირო ლანძღვა და ჭკუის დარიგება. გული მწყდება იმაზე რომ ჩვენი ჯგუფი დარჩა ფინალს მიღმა...", - წერს სუხიტაშვილი.

იხილეთ ასევე: "ვინმემ აგვიხსნას, რას ნიშნავს, "ევროვიზიის" ფორმატი?" - მარიკო ებრალიძის პროდიუსერის პასუხი კრიტიკოსებს

საქართველო და "ევროვიზია"

ანრი ჯოხაძე: ''კაი, გეხვეწები, რა გავიმარჯვე, ვიცოდი ზუსტად, რომ მე გავიდოდი''

"ევროვიზია 2012"-ის წითელ ხალიჩა და ანრი ჯოხაძის გენერალური რეპეტიცია ბაქოში

სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი "ევროვიზიის" ფინალში იმღერებენ

"ევროვიზია" - არც გამოგვდის და არც ვეშვებით!..

რატომ ჯობნიან "ევროვიზიაზე" გამოცდილ ქართველ მომღერლებს პატარები?

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს