"შევაგროვოთ ფული და ჩვენს რძალს, სანდრა რულოვსს ბინა დავუბრუნოთ"

"შევაგროვოთ ფული და ჩვენს რძალს, სანდრა რულოვსს ბინა დავუბრუნოთ"

ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი და გადაცემა "ვის უნდა 20 000?"-ის წამყვანი მამუკა გამყრელიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას facebook-ის პირად გვერდზე ეხმაურება. ის საქართველოს მოქალაქეებს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის დაყადაღებული ბინის შესყიდვისკენ მოუწოდებს.

"დღეს ბატონ დავით ნარმანიას უთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაყადაღებული ქონება გაიყიდება, ფული კი ბიუჯეტს გადაეცემა. დიდებული გადაწყვეტილებაა გარღვეული ბიუჯეტის შესავსებად, მე მინდა საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც თავმოყვარეობა ბოლომდე არ დაუკარგავს, ღირსებაც და ადამიანობაც შეგვრჩენია, გთხოვოთ, შევაგროვოთ ფული და ვიყიდოთ სანდრა რულოვსის კუთვნილი ბინა. ნუ მოვიჭრით თავს საბოლოოდ. არ აქვს მნიშვნელობა ენმ-ს მხარდამჭერები ხართ, თუ უბრალოდ ღირსეული ადამიანები.

ყველამ ცოტ-ცოტა რომ გავიღოთ, დარწმუნებული ვარ საჭირო თანხას თავს მოვუყრით. სანდრა ქართველებისაგან არ იმსახურებს სახლიდან გამოძევებას!!! ნუ დავიმცირებთ თავს ასე!!!

ენმ-ს ახლად არჩეულ აღმასრულებელ მდივანს, ზურაბ ჯაფარიძეს ვთხოვ მოახდინოს ამ პროცესის ორგანიზება. დარწმუნებული ვარ ბევრნი ვიქნებით. პირველი მე ვარ მზად ჩემი წვლილი შევიტანო ამ საქმეში. მოდით ყველამ ერთად ჩვენს რძალს ბინა დავუბრუნოთ", - წერს გამყრელიძე "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, სანდრა რულოვსმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ ბინა, რომელიც მას დაუყადაღეს, მამის ნაჩუქარია.

იხილეთ ასევე: მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს

სანდრა რულოვსის პირველი კომენტარი ბინის დაყადაღებასთან დაკავშირებით

მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის დაყადაღებული ქონების ჩამონათვალი - პროკურატურის პირველი კომენტარი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს