როგორ აქილიკებენ პრემიერს "ნაციონალები" - რა ხდება Facebook-ზე, სანამ ტელევიზორში ღარიბაშვილი საუბრობს

როგორ აქილიკებენ პრემიერს "ნაციონალები" - რა ხდება Facebook-ზე, სანამ ტელევიზორში ღარიბაშვილი საუბრობს

სასტუმრო "ჰოლიდე ინში" საქართველოს პრემიერ მინისტრის მედიასთან შეხვედრა გაიმართა.

გთავაზობთ პრემიერის რამდენიმე მნიშვნელოვან განცხადებას, შემდეგ კი იხილეთ პრესკონფერენციასთან დაკავშირებული კომენტარები "ფეისბუქიდან".

გოგა ხაჩიძე - ღარიბაშვილმა სიამაყით ჩამოთვალა უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული რეიტინგი და როდესაც კითხვა პოლიტიკური რეიტინგის კლებაზე დაუსვეს - რეიტინგები უსაქმურების საქმეაო.

ნანუკა ჟორჟოლიანი - ნაცების ოფისში რაც ხდებოდა წინა ღამეს ვიციო. შენ და საიდან იცის , ღამით პარტიის ოფისში რა ხდებოდა?! "ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ დადგება" ღარიბაშვილი

სიმამრი მომიკითხეთ ბატონო პრემიერ მინისტრო

***

სააკაშვილი იმდენჯერ ახსენა, რთული მისახვედრი არაა რომელ გადაცემას უყურა გუშინ:)

მადლობა ბატონო პრემიერ მინისტრო:)

თამარა ჩერგოლეიშვილი - კონფერენციაზე ვზივარ და თავს ძლივს ვიკავებ რომ ხმამაღლა გადავიხარხარო!

ზაზა ბიბილაშვილი - ვერ ვუყურებ პატარა ჰაკიმს... მარა ნიუსფიდით ვხვდები, რომ წუთ-ხხეობის (წ/ყ) კოეფიციანტით იმ ბრძენ კაცს არ უდებს ტოლს. ეს თუ ასე გააგრძელებს, განორიცხული არაა, ერთ მშვენიერ დღეს საზოგადოება 2030-ის ექსპერტობაც შეძლოს.

მიშა თავხელიძე - ჰაკიმ ფაშა რომ სეროჟას სიზმარს გვიყვება, ეს პრობლემის მხოლოდ ერთი ნახევარია.

მეორეა, რომ глав-მოქალაქეს ეს სიზმარი რეალობა ჰგონია.

ნუგზარ წიკლაური - ამ პიონერხელმძღვანელმა რა ეკონომიკა უნდა გამოასწოროს?

მარიამ საჯაია - არასდროს მიფიქრია, რომ ბოლის აპარატი ალაპარაკდებოდა და თან ამას ტელევიზიით გააშუქებდნენ.

ლექსო მაჭავარიანი - მოზვერის მაგივრად ღარიბაშვილი ხომ არ შეგვეწირა ღმერთისთვის?

გოგა ხაჩიძე - 100 საწარმო დღემდე ვერავინ მიაგნო და ერთ გამოსვლაში 100 ტყუილი ყველამ მოისმინა.

ამას 100 საწარმო - 100 ტყუილში ხომ არ ერევა?...

გამოხმაურებები| Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო სტატუსები

ასევე დაგაინტერესებთ| "სუს-ის თანამშრომელმა მობილური გამოსტაცა და გაიქცა" - ღარიბაშვილის პრესკონფერენციის პარალელურად სასტუმროს წინ მდგომარეობა იძაბება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს