ნიკა გვარამიას კომენტარი "აბესალომ და ეთერის" დეკორაციაზე

ნიკა გვარამიას კომენტარი "აბესალომ და ეთერის" დეკორაციაზე

ოპერის განახლებული თეატრისა და "აბესალომ და ეთერის" დადგმის ირგვლივ რამდენიმე დღეა ხმაური არ წყდება. ამჯერად, ახალი სკანდალის მიზეზი დადგმის ერთ-ერთი დეკორაცია გახდა, რომელმაც მნახველში უკვე გამოიწვია ორაზროვანი ასოციაციები. ოპერის შესახებ გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, "რუსთავის 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სწორედ ნახსენები დეკორაციის ფოტოზე აკეთებს კომენტარს.

"ნუ, ახლა ასეთი დეკორაციები თუა აბესალომ და ეთერში, მაშინ ხო, მაშინ კაი. რაღა მეთქმის - ყოფილა დიადი", - წერს გვარამია.

გვარამიას პოსტს თამარ ჩერგოლეიშვილი და ია ფარულავა ეხმაურებიან:

თამარ ჩერგოლეიშვილი: "ეს არის სინამდვილეში პითონი, რომელმაც ხადური გადაყლაპა"

ია ფარულავა: "ეს სუფლიორის ბუნაგია, ბიჭო"

ნიკა გვარამია: ხადური გადაყლაპულიც ეგაა?

შეგახსენებთ, 30 იანვარს ოპერის თეატრი განახლებული სახით გაიხსნება. სცენაზე 6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი საოპერო დადგმა შესრულდება. "აბესალომ და ეთერის" დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია, მხატვარი - გოგი ალექსი-მესხიშვილი. წამყვან პარტიებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები: თამარ ივერი, ლადო ათანელი და თემურ გუგუშვილი ასრულებენ.

იხილეთ ასევე: "ვინც ასე გამოენთო, დარწმუნებული ხართ, ბოლომდე აქვს ნანახი "აბესალომ და ეთერი"?! - მარინა ბერიძე ოპერის გარშემო ატეხილ სკანდალზე

"ვინმეს შეეკითხოს მაინც აზრი, სანამ ასეთ გენიალურ აზრებს გადმოაფრქვევს..." - რატომ აკრიტიკებს ნიკა გვარამიას მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი

"ეს არის ცენტრალური დეკორაცია "აბესალომ და ეთერის" ახალი დადგმიდან"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს