"გუკას მეორე შვილს ველოდებით - გვითხრეს გოგოაო!" - ვახტანგ რჩეულიშვილი მეუღლესთან ქორწინების დღეს აღნიშნავს

"გუკას მეორე შვილს ველოდებით - გვითხრეს გოგოაო!" - ვახტანგ რჩეულიშვილი მეუღლესთან ქორწინების დღეს აღნიშნავს

ვახტანგ რჩეულიშვილი მეუღლესთან ქორწინების დღეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"დღეს ჩემი და მაიას ქორწინების დღეა. 1978-ში დავქორწილდით. 1979-ში გუკა გაჩნდა, 2007-ში - კატო. გუკას მეორე შვილს ველოდებით - გვითხრეს გოგოაო! ოჯახში მატრიარქატია - მარიტას და პატარა მაიას თუ დაუმატებთ (ჩემი და მაიას დებისაგან) ოთხი შვილიშვილი გოგო გვეყოლება 1 ბიჭზე - ზაზუკაზე! ბებია და მამა ციხეში ჰყავთ. ჩვენი ოჯახისათვის ასეთი წამება, ანუ ტყუილად დაჭერა ხელისუფლების ჰობი გახდა: ბებია თინა 37-ში იჯდა, მამა შალვა 1985-ში. ყველანი გაამართლეს. ამჯერადაც ასე იქნება! ჩვენ რჩეულიშვილები ვართ! დიდი პაპა ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტის კიბეებიდან დააგორს კომუნისტმა სტუდენტებმა და პედაგოგებმა. მაიამ ათასობით ადამიანს ქონება გადაურჩინა სახელმწიფოს მხრიდან გაძარცვისაგან, რისთვისაც თვითონ გაძარცვეს და დაიჭირეს. კომუნისტების დროინდელ ჩამშვებ-"დანოსჩიკებს" და პროკურატურის მიერ წახალისებულ დღევანდელ "დაზარალებულებს" ჰგონიათ, რომ გაიმარჯვეს, სინამდვილეში კი იმ რეჟიმმა მილიონობით ადამიანი შეიწირა, მაიას დაპატიმრებით გახარებულ 30-მდე კაცის გამო ათასობით პატიოსანი კლიენტი დაზარალდა. სინამდვილე კი ასეთია: კომპანიას ჰქონდა და აქვს აქტივები მშენებლობების დასამთავრებლად, მაგრამ ვერ იხდის გადასახადებს. ეს ხელისუფლებამ 2010 წლიდან იცის და ჯიუტად სხვას პატიობს ვალებს და არა "ცენტრ-პოინტს"! ალბათ ვინმეს აწყობს ასეთი "ნაღმის" არსებობა... ყველაფერი მაინც კარგად იქნება! მაო მაგარია!".

წაიკითხეთ ასევე: "ახლა ვეფერებით ლელას, ორსულია... ამიტომ, აღარ ვახსენებ უგულავას" - ვახტანგ რჩეულიშვილი დაპატიმრებულ ცოლ-შვილზე, რძალსა და მომავალ შვილიშვილზე

გუკა რჩეულიშვილის ლექსი ციხიდან, რომელიც ლელა კილაძეს მიუძღვნა

გუკა რჩეულიშვილი და სანდრო უგულავა...

"ჩემი მეუღლე ორსულადაა, ჰყავს სამი შვილი და გთხოვთ, ეს გარემოება გაითვალისწინოთ" - გუკა რჩეულიშვილი სასამართლოზე

ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილისგან შვილს ელოდება: "კლავენ ერთ ადამიანს და იბადება მეორე..."

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს