მომხიბვლელი კონკურსანტი, რომლის გამოც მენტორებმა სოფო ნიჟარაძეს უსაყვედურეს: "არ ვიცი სოფო ნანობს თუ არა ამას..."

მომხიბვლელი კონკურსანტი, რომლის გამოც მენტორებმა სოფო ნიჟარაძეს უსაყვედურეს: "არ ვიცი სოფო ნანობს თუ არა ამას..."

"X ფაქტორის" სცენაზე 22 წლის სოფო საჟინიანის გამოჩენამ ჟიურისა და მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია. მომხიბვლელმა სოფომ კასტინგზე ბიონსეს სიმღერა შეასრულა და მენტორებისა და დარბაზის გული პირველივე წუთებში მოიგო. სოფო საჟინიანს მაყურებელი კარგად იცნობს - ის "ნუცას სკოლის" 2012 წლის გამარჯვებულია, 2015 წელს "იქს ფაქტორშიც" მოხვდა, სადაც სოფოს გუნდის წევრი იყო, თუმცა სოფო ნიჟარაძემ ის პროექტიდან გაუშვა. ამის მიუხედავად 22 წლის სოფომ  საკუთარი ძალების მოსინჯვა პროექტში მეორედ სცადა.

იხილეთ ვიდეო

"2012 წელს მივიღე მონაწილეობა "ვოისში", სადაც ნინო ჩხეიძის გუნდში ვიყავი. "იქს ფაქტორში" მონაწილეობას კი მეორედ ვიღებ. რადგან ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე რეიტინგული შოუ, შესაბამისად საუკეთესო საშუალებაა დამწყები მომღერლისთვის.

- გაირკვა, რომ 2015 წელს სოფო ნიჟარაძემ პროექტი დაგატოვებინა. დანარჩენმა მენტორებმა მას ამის გამო უსაყვედურეს კიდეც. როგორ ფიქრობ, ნანობს სოფო მის გადაწყვეტილებას?

- სოფოს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. არ ვიცი ნანობს თუ არა, მაგრამ სწორედ მისი გადაწყვეტილება იყო ის სტიმული, რამაც გადამაწყვეტინა კიდევ ერთხელ მიმეღო "იქს ფაქტორში" მონაწილეობა. მე მოვედი აქ და მინდა ბოლომდე ვაჩვენო რა შემიძლია.

- ვის გუნდში მოხვედრას ისურვებდი?

- ჟიურის ყველა წევრი პროფესიონალია, მუსიკალური გემოვნების თვალსაზრისით ჩემთან ყველაზე ახლოს დგას სტეფანე. შესაბამისად, მასთან მუშაობა საინტერესო იქნებოდა.

როგორ განვითარდება მოვლენები "X ფაქტორის" სცენაზე და სცენის მიღმა - ადევნეთ თვალყური AMBEBI.GE-ზე

ასევე წაიკითხეთ:

ულამაზესმა მორაგბე გოგონამ "X ფაქტორის" სცენაზე სტეფანე ააცეკვა

იმიჯშეცვლილმა მაგდა ვასაძემ "X ფაქტორის" შესარჩევ ტურზე ფურორი მოახდინა

პოპულარული მომღერალი "იქს ფაქტორში", რომლის გამოჩენამ ქასტინგზე მენტორები გაამხიარულა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება