"ანტიკა" ბებია, რომელმაც სარძლო დაიწუნა

"ანტიკა" ბებია, რომელმაც სარძლო დაიწუნა

1 წელი "მკერა" ჩემმა თაყვანისმცემელმა, სატანასავით შემომიძვრა და სანამ თავი არ შემაყვარა, მანამ არ დაადგა საშველი. სერიოზულად რომ გადავწყვიტეთ ურთიერთობა, ბებიამისმა შემომითვალა, - ჩემს შვილიშვილს გამხდარი გოგო არ შეეფერება, ჯანიანი ქალი უნდა, სოფლის საქმეს თავი რომ გაართვასო. შევყარე ოფოფები და ნიკას ვუთხარი, - ბებიაშენი დააწყნარე, თორემ მე თუ დავაწყნარე, ძვირი დაუჯდება-მეთქი. ოჰ, ეწყინა ბატონიშვილს და ლექციების კითხვა რომ დამიწყო, ვუთხარი, - ასე თუ გიყვარვარ, ბინა მიყიდე-მეთქი (ცნობისთვის, ამის საშუალება ჰქონდა). ამაზე ბებიამისმა ხელები გაასავსავა, - ეგ კარგი გოგო არ იქნება, ახლავე რამდენს ბედავსო...

დედამთილისგან წიხლს აიტან, მაგრამ დედამთილის დედამთილისგან რავარი ასატანია, გეკითხებით. იმის მერე გული ამიცრუვდა ნიკას "ანტიკა" ბებიაზე და ძალიანაც რომ მნდომოდა, ცოლად ვეღარ გავყვებოდი და მასთან ურთიერთობის გაწყვეტა მოვინდომე. ახლა ამაზე ამიშარდა ქალბატონი და მისი შვილიშვილის წონის დაკლებასა და ზეზეურად ჩამოხმობაში დამდო ბრალი და ნიკასთან ამის შესახებ წყენა რომ გამოვთქვი, კინაღამ გადაირია, - რას ჰქვია, გეწყინა, მოხუციაო და კარგა ხანს ხმას აღარ მცემდა. ბოლოს ისევ მომიცუცქდა და მთხოვა, ბებიაჩემის ლაპარაკს ყურადღებას ნუ მიაქცევ, რა ქნას, კარგი უნდა ჩემთვისო...

ჰმ, რა გამოდის ახლა? ე.ი. ჩემთვის შეურაცხყოფა უნდა მოეყენებინა, გული ეტკინა და მეც ანალოგიურად რომ მეპასუხა, ამას ვინ დაეძებს, აღარც უნდა მწყენოდა თურმე. არაა ახლა ეს უსამართლობა? ასეა, ყველა დაბალ ღობეზე ხტება და თუ არ გინდა, სულ გადაგთელონ, უნდა გაეცალო. ტილს რომ ფეხზე დაისვამ, ისიც უნდა იცოდე, რომ თავზე აგაცოცდება და ამიტომაც გავისტუმრე ბებია და შვილიშვილი ჯანდაბაში.

პატივისცემით, განძის მაძიებლის მაძიებელი.

რთული არჩევანი

მტანჯველი და ტანჯულა

აღდგენილი პატიოსნება