ბოლო დროის 10 ყველაზე მასშტაბური და ტრაგიკულად დასრულებული ხანძარი საქართველოში

ბოლო დროის 10 ყველაზე მასშტაბური და ტრაგიკულად დასრულებული ხანძარი საქართველოში

რამდენიმე საათის წინ თბილისში, ვაგზალზე მდებარე სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" ცეცხლი გაჩნდა. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის ლოკალიზება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ადგილზე სამაშველო სამსახურის 26 მანქანა მუშაობს. უცნობია რა ტერიტორიაა დამწვარი, თუმცა ხანძარმა გაანადგურა ბავშვთა სამყარო, ოქროს ბირჟა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საწყობები. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

დაზარალებულია ასობით მოვაჭრე, რომლებიც ამბობენ, რომ მათი ზარალი ათი ათასობით ლარია. მოვაჭრეები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ ხანძარი ელექტროენერგიის მიზეზით გაჩნდა. მათი თქმით, შესაძლოა ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი. საბედნიეროდ, გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა, ბოლო წლებში საქართველოში არაერთი ხანძარი მოხდა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა.

2015 წელს ქობულეთში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედია ე.წ. ჰასანას სასტუმროში მოხდა. პატარები ანსამბლის წევრებთან ერთად აჭარაში ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდნენ. 3 მოზარდი სასტუმროს ნომერში მარტო იყო, რა დროსაც სასტუმროს ცეცხლი გაუჩნდა. პატარებმა გაქცევა ვერ შეძლეს და ისინი სასტუმროს ნომერში დაიწვნენ. ამბობენ, რომ ხანძარი მათ ოთახში კონდიციონერს გაუჩნდა, ბავშვები ნომერში ჩაკეტილები იყვნენ და გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

ქობულეთის ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, ხანძარს ქუთაისელი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის სახლში ბაბუასთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ამბობენ, საცხოვრებელ კორპუსში ელექტროენერგია არ იყო და ხანძარი სანთელმა გამოიწვია. ამ დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა, ბაბუა და 20 წლის შვილიშვილი. მაშველებმა ისინი სახლიდან ცოცხალი გამოიყვანეს, თუმცა შვილიშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

2015 წლის 13 მაისს აფეთქება მოხდა ბათუმში, რასაც ხანძარი მოჰყვა. ხანძარი კაფე-ბარ "მალიბუში" გაჩნდა. თვითმხილველების განცხადებით, ჯერ აფეთქება მოხდა, რის შედეგად ჩაიმსხვრა ბარის მინები და ადგილზე ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად ტაქსის მძღოლი დაშავდა, რომელსაც ავტომობილი კაფე-ბარის წინ ჰყავდა გაჩერებული.

2013 წლის 26 თებერვალს ცეცხლი გაუჩნდა თბილისში მდებარე სავაჭრო ცენტრ "საბას". ხანძარმა 6000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული 100-ზე მეტი ავეჯის მაღაზია გაანადგურა. სავაჭრო ცენტრის მეპატრონე ხანძრის გამომწვევ მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას გამორიცხავდა. ის ვარაუდობდა, რომ ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს.

"საბაში" გაჩენილი ხანძრის შემდეგ, რამდენიმე თვეში თბილისის აკვა-პარკი დაიწვა. შემთხვევა 2013 წლის 17 ივლისს მოხდა. ძლიერი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა ბუნგალოები, კონსტრუქციები. დაზიანდა აკვა-პარკის გვერდით მდებარე დევნილთა საცხოვრებელიც. ადგილზე 20 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

2014 წლის 30 ივლისს ხანძარი გაჩნდა ნავთობბაზაზე. ცეცხლი წყალსადენის ქუჩაზე მდებარე "გალფის" ნავთობბაზას გაუჩნდა. ადგილზე აფეთქებების ისმოდა. შემთხვევის შედეგად კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაშავდა.

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ხანძარი არაერთ ტერიტორიაზე გაჩნდა. დაიწვა ე.წ. დეზერტირების ბაზარი, ხანძარს შეეწირა ისნის ბაზრობის ტერიტორიის ნაწილი, ელიავას ბაზრობა და ბათუმის ხოფის ბაზრობები.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ასევე იხილეთ: ხანძრისგან განადგურებული საქონელი და დაზარალებული მოვაჭრეები - უახლესი ფოტოები "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიიდან

რომელია თბილისის ყველაზე ხანძარსაშიში უბნები

როგორ მოვიქცეთ ხანძრის დროს: ის, რაც ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს საგანგებო სიტუაციების დრო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია