რა შესთავაზა პოროშენკომ პუტინს

რა შესთავაზა პოროშენკომ პუტინს

პოროშენკომ პუტინს დონბასის აღდგენაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა.

ამის შესახებ მან თავის მიკრობლოგში დაწერა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მალე მომზადდება ”საგზაო რუკა” იმისთვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთით მშვიდობიანი შეთანხმება დამყარდეს.

”მომზადდება საგზაო რუკა, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ევრაზიის სამეულის მთავრობის ლიდერებმა მშვიდობიან გეგმას მხარი დაუჭირეს და უკრაინის აღმოსავლეთით სიტუაციის დარეგულირებას ემხრობიან”, - განაცხადა პოროშენკომ.

”პუტინს და მის მეკავშირეებს დონბასის აღდგენაში მონაწილეობის მიღება შევთავაზე”, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ ”ტვიტერის” გვერდზე. ამას გარდა, კიევი და მოსკოვი საზღვრის დაკეტვასთან დაკავშირებით კონსულტაციის დაწყებაზე შეთანხმდა.

280 სატვირთოსგან შემდგარმა რუსულმა კოლონამ, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება მიჰქონდა, 22 აგვისტოს უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და ლუგანსკში შევიდა. ლუგანსკი ჰუმანიტარული კატასტროფის საშიშროების წინაშეა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვალენტინ პალივაიჩენკომ ეს ფაქტი ”პირდაპირ შემოჭრად” შეაფასა უკრაინის ტერიტორიაზე, ხოლო ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ”განწირული პროვოკაცია” უწოდა მომხდარს.

მომზადებულია politikonline.ru-ს მიხედვით.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების ქრონიკა:

უახლესი |ალყაში მყოფი უკრაინელი მებრძოლების გამოყვანაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა

 

 

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა