ევროკავშირი რუსეთს სანქციებს დაუწესებს, უკრაინას კი მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი რუსეთს სანქციებს დაუწესებს, უკრაინას კი მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ ეტაპს შემოიღებს. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ლიდერმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ რუსეთის წინააღმდეგ სექტორალური სანქციების დაწესებას დაუჭირა მხარი. გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვიტეს უკრაინისთვის ერთი მილიარდი ევრო გამოყონ კრედიტის სახით. წლის ბოლომდე უკრაინა მიიღებს ნახევარ მილიარდ ევროს კრედიტის სახით, ხოლო კიდევ 250 მილიონ ევროს დაბრუნების გარეშე.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას სამხედრო-ტექნიკურ დახმარებასაც გაუწევენ. პრეზიდენტის თქმით, ეს უკრაინას საშუალებას მისცემს არმიის ბრძოლისუნარიანობა სერიოზულად გაზარდოს.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების ქრონიკა:

უახლესი | რა შესთავაზა პოროშენკომ პუტინს

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა