სპეცოპერაციის დეტალები მოკლედ: როგორ ვითარდებოდა მოვლენები 20 საათის განმავლობაში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

სპეცოპერაციის დეტალები მოკლედ: როგორ ვითარდებოდა მოვლენები 20 საათის განმავლობაში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბერს, გამთენიისას დაწყებული სპეცოპერაცია ტერორიზმში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ, თითქმის 20 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და დაახლოებით 17:30 საათზე დასრულდა. საელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3.

ერთად გადავავლოთ თვალი, როგორ ვითარდებოდა მოვლენები სპეცოპერაციის ადგილზე დღენახევრის განმავლობაში:

00:47 საათი: ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს. სხვა დეტალები უცნობია (წაიკითხეთ ვრცლად)

00:59 საათი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას, რომ პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეცდანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს (წაიკითხეთ ვრცლად)

04:13 საათი: კორპუსს, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სამართალდამცველები მოსახლეობას ატოვებინებენ (წაიკითხეთ ვრცლად)

08:08 საათი: სპეცოპერაციის ადგილზე, სპეცრაზმის დამატებითი ძალები შედის, მათ შორის პიკაპის ტიპის რამდენიმე ავტომობილი. სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ რამდენიმე კორპუსის შესასვლელი ტერიტორია (წაიკითხეთ ვრცლად)

10:08 საათი: სპეცოპერაციის ადგილზე სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის, ამოდის კვამლი. სამართალდამცველები სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების აყვანას შტურმით ცდილობენ (წაიკითხეთ ვრცლად)

10:36 საათი: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებლები მიმდინარე სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლისა და აფეთქებების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებენ. ვიდეოში ისმის ძლიერი სროლისა და აფეთქებების ხმა (წაიკითხეთ ვრცლად)

10:55 საათი: მიმდინარე სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლისა და აფეთქებების შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაჰყავთ. სხვა დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება (წაიკითხეთ ვრცლად)

11:01 საათი: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსებიდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მოსახლეობა კორპუსიდან სამართალდამცველების მეთვალყურეობით გამოდის. სამართალდამცველები ასევე მოსახლეობას აფრთხილებენ, მოერიდონ აივნებზე გასვლასა და ფანჯრებიდან გახედვას (წაიკითხეთ ვრცლად)

11:40 საათი: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სამართალდამცველების დამატებითი ძალების მობილიზება ხდება. სამართალდამცველები მიმდებარე კორპუსებთან არიან მობილიზებულნი. ტერიტორიაზე სპეცტექნიკაც შევიდა (წაიკითხეთ ვრცლად)

12:31 საათი: სუს-ი პირველ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს სპეცოპერაციის მიმდინარეობის შესახებ. სპეცოპერაციის შედეგად 1 ადამიანია დაკავებული, კონტრტერორისტული ოპერაცია სხვა პირების დასაკავებლად გრძელდება (წაიკითხეთ ვრცლად)

13:24 საათი: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კვლავ სროლის ხმა ისმის. პერიმეტრზე სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა. ადგილზე ასევე მოხდა სპეცტექნიკის შეყვანა (წაიკითხეთ ვრცლად)

13:26 საათი: სამართალდაცველებმა კორპუსზე შტურმი დაიწყეს. სპეცრაზმი ცდილობს საცხოვრებელი კორპუსის ბინაში შეღწევას, თუმცა არსებული ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები წინააღმდეგობის გაწევას განაგრძობენ. საცხოვრებელი ბინის ფანჯრებიდან ისინი ხელყუმბარებს ისვრიან. არის ორმხრივი სროლა (წაიკითხეთ ვრცლად)

14:31 საათი: სპეცოპერაციის ადგილზე სროლის ხმა პერიოდულად ისმის, კორპუსიდან კვლავ კვამლი გამოდის. ადგილზე ისევ მობილიზებული არიან სპეცრაზმელები, ასევე სამართალდამცავი სტრუქტურების სხვადასხვა ქვედანაყოფები. ადგილზე რჩება სპეცტექნიკაც და ბინიდან, სადაც სავარაუდოდ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებიან, კვლავ ძლიერი კვამლი გამოდის (წაიკითხეთ ვრცლად)

16:26 საათი: კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სროლის და აფეთქებების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ერთ-ერთ ბინას უკიდია. სპეცოპერაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებული, თუმცა მათ ჯერ ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები არ დაუწყიათ. ძლიერ კვამლს და აალებას წინ უძღოდა ინტენსიური სროლა. გაისმა აფეთქების ხმაც (წაიკითხეთ ვრცლად)

16:50 საათი: ხანძრის ლოკალიზება მეხანძრე-მაშველებმა დაიწყეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ცეცხლი ამ დროისთვის საკმაოდ ძლიერია. ადგილზე შეინიშნება დაკვამლიანებაც (წაიკითხეთ ვრცლად)

17:07 საათი: სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელი ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. მას აღენიშნებოდა ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, მრავლობითი სისხლჩაქცევები, ქალის ფუძის მრავლობითი მოტეხილობა. ტრავმა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. სპეცრაზმელი 41 წლის იყო (წაიკითხეთ ვრცლად)

17:33 საათი: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია დასრულდა - ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს (წაიკითხეთ ვრცლად)

19:06 საათი: სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. "სამწუხაროდ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. აამასთანავე, დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2თანამშრომელი", - განაცხადეს სუს-ში. იხილეთ ვიდეო

ილია ჯიშკარიანს სამსახურში მისვლის ნებას პროკურატურა არ აძლევს - ადვოკატი

"კობაურს გარდაცვლილი სმიტების ოჯახმა გამოუგზავნა წერილი..." - რას ამბობს ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

"8 კოლონია მოიარა... თანამოსაკნეებისადმი სისასტიკით გამოირჩეოდა" - რას წერს რუსული მედია ტარიელ ონიანზე