7 ამბავი, რომელსაც 2017 წელს სოციალურ ქსელებში ყველაზე აქტიურად განიხილავდნენ

7 ამბავი, რომელსაც 2017 წელს სოციალურ ქსელებში ყველაზე აქტიურად განიხილავდნენ

ახალ 2018 წლამდე რამდენიმე საათიღა რჩება. გასული წლის შეჯამებისას გვერდს ვერ ავუვლით სოციალურ ქსელებსა და საზოგადოებრივ თემებს, რომლებსაც სოციალურ მედიაში აქტიურად განიხილავდნენ. "ფეისბუქი", "ინსტაგრამი", "ტვიტერი"... - კვლავინდებურად ჩვენი ცხოვრების აქტუალური შემადგენელი ნაწილია და ამ მხრივ გამონაკლისი არც 2017 წელი ყოფილა. მაშ ასე, წარმოგიდნენთ 7 ამბავს, რომელმაც სოციალურად აქტიურ ქართულ საზოგადოებაში ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია:

წლის ყველაზე განხილვადი თემების სათავეში, რომელზეც ყველაზე მეტი პოსტი და კომენტარი დაიწერა, ტრაგიკული ამბავი აღმოჩნდა, რომელიც ტელეწამყვან მაია ასათიანს დაატყდა თავს. 23 თებერვალს პარიზის საავადმყოფოში მაია ასათიანისა და ირაკლი მახვილაძის 18 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა. ტრაგიკული ამბის შესახებ პირველად სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით გახდა ცნობილი. უბედური შემთხვევის შემდეგ მაია ასათიანს "ფეისბუქში" უამრავი ადამიანი ამხნევებდა, უსამძიმრებდა და თანადგომას უცხადებდა. მხარდასაჭერი პოსტები არ წყდებოდა მაშინაც, როდესაც გადაცემა "პროფილი" 4 მაისს კვლავ ტელეეკრანს დაუბრუნდა.

იხილეთ: ყველა სიახლე მაია ასათიანის შესახებ

სოციალურ ქსელებში წლის ყველაზე განხილვადი თემების სიაში მოხვდა ასევე თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ციხიდან გათავისუფლებისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან უგულავა-ბოკერიას ფრთის გამოყოფის ამბავი. თბილისის ყოფილმა მერმა 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე 2017 წლის იანვრის დასაწყისში დატოვა. ციხიდან გამოსული უგულავა მალევე აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მეგობრებთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" რიგები დატოვა და ხმამაღალი განაცხადი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ყოფილმა მერმა 15 იანვარს, ბედობა ცნობილ კომპოზიტორებთან და მომღერლებთან ერთად აღნიშნა. კომპოზიტორ ნატო გელაშვილის მიერ რესტორანში გადაღებული ფოტოები, რომლებზეც წვეულების სტუმრები იყვნენ ასახულნი, "ფეისბუქში" აქტიური განხილვის თემად იქცა.

იხილეთ: ყველა სიახლე გიგი უგულავას შესახებ

"ნაციონალური მოძრაობის" ორად გაყოფის შემდეგ სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდებოდა ორივე ფრთის ცნობილ მხარდამჭერთა თუ წარმომადგენელთა დაპირისპირების ამსახველი პოსტები. ამ მხრივ ყველაზე პოპულარული "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და "ტაბულას" დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის დაპირისპირება აღმოჩნდა. 2017 წლის თებერვალში თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" გიორგი გაბუნიას ერთ-ერთ გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც გადაცემის წამყვანმა თბილისის ყოფილ მერს, დავით ნარმანიას უცენზურო სიტყვებით მიმართა. ჩერგოლეიშვილის პოსტს ნიკა გვარამიას მწვავე კომენტარები მოჰყვა: "სხვებს უტარე ფსიქოტრენინგები. არაფრის წერას არ ვაპირებ შენს იდიოტობებზე. და ნუ შე*** ამ "რუსთავი 2-ს იმიტომ ვიცავდი" ტექსტის მუდმივად გამეორებით, იმიტომ ვიდექით წვიმაში?"... ნუღა დადგები, რო ბრაზის აკუმულირებისგან მერე არ გასკდე", - წერდა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი.

იხილეთ: ყველა სიახლე ნიკა გვარამიას შესახებ

2017 წლის ყველაზე განხილვადი თემების რიტინგში მოხვდა ასევე "რუსთავი 2"-ის წილების გადაცემის საკითხი, რის გამოც თანამშრომლების ნაწილი ნიკა გვარამიას ღიად დაუპირისპირდა.

23 მარტს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელებმა ძმებმა ყარამანიშვილებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ყარამანიშვილები ტელევიზიის თანამშრომლებს კომპანიის 40%-იან წილის გადაცემას სთავაზობდნენ. მოგვიანებით, "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ არხის დამფუძნებლების შეთავაზებაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ 40%-იანი წილის დათმობა საქმის ვითარებას არსებიტად არ ცვლიდა, რადგან გადამწყვეტი ხმის უფლება ისევ ტელეკომპანია "საქართველოს" დარჩებოდა. 24 მარტს, ძმებმა ყარამანიშვილებმა ახალი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, ისინი მზად იყვნენ მიეცათ "რუსთავი 2"-ის წილის საკონტროლო პაკეტი ტელევიზიის თანამშრომლებისთვის. ამ ინიციატივაზე, ნიკა გვარამიამ ახალი მოთხოვნა წამოაყენა, რაც შუამავალი შპს-ს შექმნას გულიხსმობდა, რომელშიც არხის 20-დან 50-მდე თანამშრომელი შევიდოდა. ისინი გადაცემულ წილებზე იქნებოდნენ პასუხისმგებელნი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-ში შიდა თათბირი ჩატარდა, სადაც გადაწყდა, რომ ტელეკომპანიის ყველა დეპარტამენტიდან აირჩეოდა წარმომადგენელი აღნიშნულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში. შიდა თათბირის კადრები ეთერში გავიდა. როგორც მალევე აღმოჩნდა, შეხვედრაში მონაწილე ბევრმა თანამშრომელმა, არ იცოდა იმის შესახებ, რომ შეხვედრა ტელეეთერით გადაიცემოდა. ამას არხის ჟურნალისტების და ტელეწამყვანების ნაწილის მწვავე და კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა. უკმაყოფილოთა შორის იყვნენ არხის პოპულარული სახეები, რომლებიც ფეისბუქის პოსტებში ფაქტობრივად, ღიად დაუპირისპირდნენ ნიკა გვარამიას.

ჟურნალისტების კრიტიკულ პოსტს ფეისბუქის პოსტითვე უპასუხა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

იხილეთ: ყველა სიახლე "რუსთავი 2"-ის შესახებ

წლის ყველაზე რეზონანასულ სოციალურ თემებს შორის აღმოჩნდა ასევე უმშვენიერესი და უნიჭიერესი ქართველი მსახიობის ლიკა ქავჟარაძის ტრაგიკული გარდაცვალების ამბავი, რომელმაც მთელი ქართული საზოგადოება დაამწუხრა. მსახიობი საკუთარ იუბილემდე ორი კვირით ადრე, 11 ოქტომბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლიკა 14 ოქტომბერს, ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს... სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა მსახიობის ახალგაზრდობის დროინდელი უნიკალური ფოტოები. მეგობრები და კოლეგები მსახიობთან დაკავშირებული მოგონებების შესახებ წერდნენ, საზოგადოების ნაწილი კი იმ ფაქტს აპროტესტებდა, რომ ხშირად მსახიობის გაიგივება ხდებოდა მის ცნობილ კინოგმირთან, "მარიტასთან" და მის ნიჭიერებაზე მეტად, მის გარეგნულ სილამაზეზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

იხილეთ: ყველა სიახლე ლიკა ქავჟარაძის შესახებ

სოციალურ მედიაში აქტიური განხილვის თემა იყო ასევე 4 აგვისტოს ანაკლიაში GEM FEST-ზე ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების ამბავი. გარდაცვლილი 22 წლის ნათია თავართქილაძე აღმოჩნდა. გოგონა ფესტივალზე მოულოდნელად ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ნარკოტიკული ინტოქსიკაცია ექიმები ნათიას გადარჩენას თითქმის 8 საათი ცდილობდნენ, თუმცა ის დაიღუპა. ნათია თავართქილაძე ფესტივალზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. გოგონა "თი ბი სი ბანკის" თანამშრომელი იყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 4 აგვისტოს GEM FEST-ის კიდევ რამდენიმე მონაწილე გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს დაუზუსტებელი სუბსტანციით მოწამვლის ნიშნები აღენიშნებოდათ.

ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ საზოგადოებაში ნარკოპოლიტიკის თემა გააქტიურდა. ბევრი დაიწერა მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებაც, რაც საბოლოოდ საზოგადოების მოთხოვნის დაკანონებით დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას მოითხოვდა.

წლის რეზონანსულ სოციალურ ამბებში მოხვდა ასევე მუსიკათმცოდნე მარინა ბერიძის ცნობილი ფრაზა "იქ იჯდა თბილისი" და ამბავი, რომელსაც მარინა ბერიძემ აღნიშნული სიტყვები მიუძღვნა. 2017 წლის იანვარში "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს მამა გარდაეცვალა, ნიკა გვარამიას მამის დაკრძალვის დღეს რესტორანში თავს დაესხნენ. მოგვიანებით გვარამიას ცემის ფაქტზე ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი, რატი გაჩეჩილაძე დააკავეს. მარინა ბერიძე ერთ-ერთი იყო, ვინც გვარამიაზე თავდასხმის ფაქტს შეესწრო და შემდეგ ამ ამბავს "ფეისბუქზე" პოსტი მიუძღვნა:

"ამ ამბით გაოგნებული ვარ, გაოგნებული ვარ თბილისით. გაოგნებული ვარ მამის გამოსვლით, რომელსაც ძალიან ეამაყება თავისი შვილი. ჩვენ ვიყავით ადამიანები, რომლებიც მძიმე სუფრიდან მივედით იქ. ერთი სახელი ისმოდა მთელი საღამო - ანზორ გვარამია. ეს იყო საოცარი, რაც მოხდა. მე არ ვიცი რატი იყო, შმატი იყო... "გრეჩიხას" შვილი იყო. იქ მარტო ნიკა გვარამია არ იჯდა,

- იქ იჯდა დათო დოიაშვილი, იქ იჯდა ნიკოლოზ რაჭველი და თუ მეტყვის დიდი "გრეჩიხა", რომ მათზე მეტი გაუკეთეებია ამ ქვეყნისთვის... მარტო ნიკა გვარამია რომ მჯდარიყო იქ ვინმე პოლიტიკოსთან, ეს სხვა თემაა... იქ იჯდა თბილისი", - წერდა მარინა ბერიძე.

სწორედ აღნიშნული განცხადების გამო ბერიძე ინტერნეტმომხმარებლებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.

წაიკითხეთ ასევე: გაიცანით ადამიანები, რომლებიც 2017 წლის გმირები არიან!

5 საინტერესო ადამიანი, რომელიც 2017 წელს აღმოვაჩინეთ

ცნობილი ქართველების შვილები, რომლებიც 2017 წელს დაიბადნენ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს