29 მარტს გაიმართება რესტორან "ტაბლა"-ს ახალი პროექტის პრეზენტაცია

29 მარტს გაიმართება რესტორან "ტაბლა"-ს ახალი პროექტის პრეზენტაცია

ქართული რესტორანი "ტაბლა" ახალი, ინოვაციური პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სუფრის ტრადიციებისა და გასტრონომიული კულტურის წარმოჩენა-პოპულარიზაციას, რისთვისაც რესტორანში ყოველთვიურად გაიმართება კონკრეტული რეგიონის კვირეულები. რეგიონების მიხედვით, წარმოდგენილი იქნება ქართული პოპულარული ხალხური კერძები, დამახასიათებელი ფოლკლორი და მასპინძლობის ტრადიციები.

წარმოების მენეჯერი - ლიკა კარტოზია

"რეგიონის დღეები ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პროექტია. ვინაიდან "ტაბლა" ქართულ სამზარეულოს წარმოადგენს, ჩვენ მიზნად დავისახეთ გაგვეცოცხლებინა და გაგვეთანამედროვებინა ის უნიკალური ხალხური კერძები, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დავიწყებას მიეცა, არადა დიდი პოპულარულობით სარგებლობდა სხვადასხვა სოფლებსა თუ რაიონებში. ქართული სამზარეულოს გამოირჩევა მდიდარი გასტრონომიული ტრადიციებით. ყოველი რეგიონი ხასიათდება მასპინძლობის თვითმყოფადი ტრადიციებით, რაც დროთა განმვალობაში რეგიონის მდებაორეობისა თუ ისტორიული სინამდვილის საფუძველზე ჩამოყალიბდა და დაიხვეწა. სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ისტორიული ტრადიციების გაცოცხლებასა და პოპულარიცაზიაში, არა მარტო ადგილობრივ დონეზე, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. თითოეულ უცხოელს შესაძლებლობა ეძლევა დააგემოვნოს კონკრეტული რეგიონის ტრადიციული კერძი და უფრო ახლოს გაიცნოს ქართული სამზარეულო".

29 მარტს, 20:00 საათზე რესტორანში "ტაბლა" რეგიონის პირველი კვირეული, "იმერეთის დღეები" საზეიმოდ იხსნება. სპეციალურად შექმნილი მენიუ მრავალფეროვანი და ვრცელია, წარმოდგენილია როგორც სამარხვო, ასევე ხორცეულისა და რძის პროდუქტებისგან დამზადებული ტრადიციული იმერული კერძები, მათ შორის მრავლად იპოვით უკვე დავიწყებას მიცემულ კერძებსაც. სტუმრების საზეიმო განწყობაზე სალომე ბაკურაძე ბენდთან ერთად, ტრიო ბალადა და ჯგუფი სტუმრები იზრუნებენ. საღამოს მსახიობი ლაშა გურგენიძე წაიყვანს. თუ გსურთ, აღმოაჩინოთ აქამდე უცნობი იმერეთი, ეზიაროთ ტრადიციებსა და კულტურას, არ გამოტოვოთ იმერული დღეები "ტაბლაში".

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი