გვამის სუნით გამოვლენილი დანაშაული - სექსისას გარდაცვლილ 60 წლის პარტნიორს 50 წლის ქალი ბენზინით წვავდა

გვამის სუნით გამოვლენილი დანაშაული - სექსისას გარდაცვლილ 60 წლის პარტნიორს 50 წლის ქალი ბენზინით წვავდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მომხდარი ამბავი ჰოლივუდის ტრილერს ჰგავს. 50 წლის ქალმა, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელია, მასთან სქესობრივი ურთიერთობისას დაღუპულ მამაკაცს საწვავი გადაასხა და გვამი ცეცხლს მისცა. მძიმე სუნმა ადგილობრივების ყურადღება მიიქცია, ერთ-ერთი იქ მაცხოვრებელი სუნის "კვალს" გაჰყვა და შემზარავი სურათი ნახა ...

ო.დ.(ადგილობრივი მაცხოვრებელი): - ქალზე რა უნდა გითხრათ! ერთი ჩვეულებრივი ქალია, არც ძალიან ლამაზი და არც მახინჯი. აქ აზერბაიჯანელები და სომხები ერთად ვცხოვრობთ და არ ვჩხუბობთ. ქალი სულ ბოსტანში მუშაობს... რას წარმოვიდგენდით, თუ ადამიანს თუ დაწვავდა.

- ქალს ოჯახი ჰყავს?

- არა, მარტოა. მაგის შვილები არ ვიცით, სად არიან. ის ჩვენთან ერთად ბარაკებში ცხოვრობს. შულავერში ადრე მატყლის ფაბრიკა იყო, ბევრი ცხვარი ჰყავდა ხალხს და მატყლს ამ ფაბრიკაში აბარებდნენ. ჩვენი ქალებიც აქ მუშაობდნენ. უცხოებიც იყვნენ, მაგალითად, რუსები…. მათთვის პატარა საერთო საცხოვრებელი იყო აშენებული. ფაბრიკა რომ დაინგრა, ეს საცხოვრებელი, ბარაკებად იქცა. სახლი ვისაც არ ჰქონდა, ამ ბარაკებში დარჩა. ზოგი ბარაკი ცარიელი იყო და იქაც ვიღაც უცხოები შესახლდნენ. ეგ ქალიც საიდანღაც მოვიდა და დასახლდა. არავის დაუშლია... გარდაცვლილი კაცი ამ ქალთან დადიოდა. უფრო საღამოობით მოდიოდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია