"ჰაკიმ ფაშა სიმამრიჩი" - რა წერია "ვიკიპედიაში" ღარიბაშვილის დამაკნინებელ გვერდზე (+ფოტოშარჟები)

"ჰაკიმ ფაშა სიმამრიჩი" - რა წერია "ვიკიპედიაში" ღარიბაშვილის დამაკნინებელ გვერდზე (+ფოტოშარჟები)

"თვალები იძაბება, გზებზე მოულოდნელი ორმოების აღმოჩენის მოლოდინში. სამაგიეროდ, ყოველგვარი დაძაბვის გარეშე, გონება იხსენებს მინისტრს, რომელიც უნდა ვახსენო", - ეს სიტყვები "ნაციონალური მოძრაობის" სოციალურად ყველაზე აქტიურ ლიდერს, გოგა ხაჩიძეს ეკუთვნის, რომელიც ხშირი ინტენსივობით ანახლებს სტატუსებს Facebook-ზე.

ცხადია, მის ყურადღებას არ გამორჩენია "ვიკიპედიის" ფორმატში შექმნილი ფოტოშარჟი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის დამაკნინებელ ინფორმაციას აერთიანებს. ეს ყველაფერი კი "ჰაკიმ ფაშას" სახელით გამოქვეყნებულ ფოტო და ვიდეომასალას მოჰყვა, რომელშიც ექს-პრემიერი ზურაბ ჟვანიას გვამის ფოტოები იყო ასახული.

ის, რომ საპარლამენტო უმცირესობა აქტიურად ცდილობს ამ "ნიკის" მიღმა ირაკლი ღარიბაშვილი წარმოაჩინონ, საპარლამენტო უმრავლესობაში ყველაზე მეტად გულს ეკა ბესელიას სტკენს. პარლამენტში პრემიერის "ჰაკიმ ფაშად" მოხსენიებას უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ინციდენტი მოჰყვა (ვიდეო), რომლის შემდეგ ეკა ბესელიამ განაცხადა:

"მქონდა ძალიან ბუნებრივი რეაქცია, როდესაც პრემიერ-მინისტრს მოიხსენიებენ "ჰაკიმ ფაშად" და ამას მერამდენედ იმეორებენ. ეს ყველაფერი ტერმინად აქციეს, ამიტომ უმცირესობას არ მივცემ უფლებას, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ამ სიტყვებით მოიხსენიებდნენ. ეს მიმაჩნია ტუტუცობად, შეურაცხყოფად და ყველა ნორმისა და ზნეობის დარღვევად".

ცხადია, ბესელიას ეს განცხადება რეპლიკის გარეშე არ დაუტოვებია გოგა ხაჩიძეს, რომელმაც Facebook-ზე შემდეგი შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნა: "დღეიდან, ვინც ჰაკიმ ფაშას იტყვის, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავჯდომარე - ეკა ბესელია, მიუვარდება და ენას მოაჭრის შიგ ძირში."

რაც შეეხება ვიკიპედიის გვერდის ფორმატში შექმნილ ფოტოშარჟს, რომელიც აქტიურად "ტრიალებს" ღარიბაშვილის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ინტერნეტ-აუდიტორიის პირად გვერდებზე, ის შემდეგ შინაარსს შეიცავს:

"ჰაკიმ ფაშა" (ასევე წოდებულია, როგორც სიმამრიჩი). თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიადან. ფაშა (თურქ. pasa) - პრემიერ–მინისტრის ტიტული საქართველოს იმპერიაში (უახლესი ისტორია). ბიოგრაფია : არაფრის მომცემი... მოღვაწეობა : მის გაფაშებას კარგი არაფერი მოჰყოლია.

ეს არ არის ღარიბაშვილის ერთადერთი ფოტოშარჟი, რომელიც "ჰაკიმ ფაშათია" ინსპირირებული. სოციალურ ქსელში, მეტწილად "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა გვერდებზე ხშირად შეგხვდებათ ფოტოები, რომელიც ინტერნეტსივრცეში გავრცელებული სხვადასხვა საინტერესო ფოტოშარჟების ავტორს, ნუგზარ მეტრეველს ეკუთვნის. Ambebi.ge მის მიერ შექმნილ რამდენიმე ფოტოშარჟს გთავაზობთ:

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო