დიღმის ტრასაზე ავტოავარია მოხდა

დიღმის ტრასაზე ავტოავარია მოხდა

დიღმის ტრასაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმდებარედ, ავტოავარია მოხდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთი პირი მსუბუქად დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, სხეულის დაზიანება არც ერთ პირს არ მიუღია, შესაბამისად, მომხდარი ავარია ადმინისტრაციულ დარღვევად გაფორმდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე სამედიცინო ბრიგადა იმყოფება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავებულ პირს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია