სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს გიგი უგულავას ფოტო, სადაც უფლებამოსილება შეჩერებულ მერს სიტყვით გამოსვლისას მუყაოს ნაჭრებით იცავენ. "ანტიკვერცხული კარდონი" ასე ასათაურებენ "ფეისბუქის" მომხმარებლები ფოტოს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს შენობიდან გამოსვლისას უგულავას აქციის მონაწილეებმა კვერცხები ესროლეს.