ქმართან ჩხუბის შემდეგ 19 წლის გოგონა თვითმკვლელობის მიზნით მდინარე ყვირილაში გადახტა

ქმართან ჩხუბის შემდეგ 19 წლის გოგონა თვითმკვლელობის მიზნით მდინარე ყვირილაში გადახტა

19 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც გოგონას ბებიამ, ქეთევან ცხორაგაულმა განაცხადა, მისი შვილიშვილი გუშინ მდინარე ყვირილაში ხიდიდან გადახტა, ცხედარი კი ამ დრომდე ვერ იპოვეს.

"მეუღლესთან მოუვიდა კამათი და მდინარე ყვირილაში ხიდიდან გადახტა. ადგილზე შსს-ს თანამშრომლები და სოფლის გამგებელი იმყოფება. ცხედარს ეძებენ, მაგრამ მისი პოვნა ვერ ხერხდება. ვთხოვ ხელისუფლებას, დამეხმაროს, იქნებ რამენაირად მოხერხდეს და ცხედარი იპოვონ", - განაცხადა ცხორაგაულმა.

შს სამინისტროს იმერეთის სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის პრესსამსახურის თანამშრომელის, ტატო კუჭავას განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, დღეს დილიდან ძიება ისევ განახლდება.

"გუშინ გვიან ღამემდე სამხარეო პოლიციის თანამშრომლები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახური ახორციელებდნენ სამაშველო სამუშაოებს. დღეს დილიდან ისევ განახლდება საძიებო სამუშაოები, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით თუ რაიმე ღონიძიება იქნება საჭირო, შესაბამისად იმოქმედებენ", - განაცხადა ტატო კუჭავამ.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია