სტამბოლში 33 წლის ქართველი ქალის ცხედარი იპოვეს სტამბოლში ახალგაზრდა ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. თელაველი, 33 წლის ნინო საიქოძის ცხედარი დაქირავებულ ბინაში მისმა მეგობარმა ქალმა ნახა.
წინასწარი ინფორმაციით, საიქოძე გაზით გაიგუდა, თუმცა ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ის მოკლულია.
ოჯახი მომხდარის რეალურად დადგენას და ცხედრის საქართველოში დროულად გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს.
"სახლში რომ მისულა და დაუძინია ეტყობა გაზი დარჩა ჩართული თუ რა იყო არავინ არ იცის. ამბავი იქაურმა ქართველებმა გაგვაგებინეს. დანარჩენი არაფერი არ ვიცით", - განაცხადა გარდაცვლილის დედამ მერი საიქოძემ.
ნინო საიქოძე თურქეთში 3 თვის წინ წავიდა და მოხუცის მომვლელად მუშაობდა. გარდაცვლილს საქართველოში ავადმყოფი ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.