რა სიმბოლური დატვირთვა აქვს სააღდგომო პასკას

რა სიმბოლური დატვირთვა აქვს სააღდგომო პასკას

რა სიმბოლური დატვირთვა აქვს სააღდგომო პასკას? - ამ კითხვას დეკანოზ ზურაბ მჭედლიშვილი პასუხობს:

- ებრაული პასექის დღესასწაულზე ხმიადებს, უსაფუარო პურებს აცხობდნენ. ეს ხმიადები იყო საიდუმლო სერობაზეც. გარკვეული განსხვავება დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებში, ჯერ კიდევ განხეთქილებამდე, ის იყო, რომ დასავლეთში უსაფუარო კვერის გამოყენების ტრადიცია შეინარჩუნეს (ებრაელებს აკრძალული ჰქონდათ მისი საფუარით მომზადება), აღმოსავლეთში კი გაფუებული კვერის გამოყენების ტრადიცია შემოვიდა. ის ეფუძნება მაცხოვრის მიერ მოყოლილ იგავს სასუფევლის შესახებ: სასუფეველი ჰგავს საფუარიან ცომს, რომლის მცირე ნაწილი ცომს აფუებს.

საფუარი მადლის სიმბოლოა - მადლით ხდება ქვეყანაზე ჭეშმარიტი სარწმუნოების გავრცელება, მადლით ხდება ადამიანის მოპოვება სასუფევლისთვის და ცხონება. ამიტომ აღდგომის დღესასწაულზე ვამზადებთ საფუარიან პურს, რომელიც ტკბილი უნდა იყოს - "ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავე მე სიმართლენი შენნი", იესო ტკბილის სულიერი სიტკბოება მიწიერშიც აისახება. ამავე დროს პასკა პურია. უფალი ამბობს: "მე ვარ პური ზეცით გადმოსული". ვიცით, რომ საზიარებელი ღვინო და პური ღვთის მადლით იკურთხება და გარდაისახება უფლის სისხლად და ხორცად.

აღდგომის სიხარულთან ერთად პასკა ასევე ზეციური საზრდოს სიმბოლოა ჩვენი სულებისათვის.

ჟურნალი "კარიბჭე"

ჩემპიონთა ლიგისთვის ჩასული გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს, მან ღამე აეროპორტში გაათენა - "ამ სკამზე ეძინა..."

"მამაოები ჩამოვიდნენ ნასვამები იყვნენ, მრევლის ჩამოვიდა.. იყო ხელით გაწევ-გამოწევაც" - რას ჰყვება ივერი მელაშვილი გარეჯში მომხდარ თავდასხმაზე?

"თუ 60-70% იქნება ვაქცინირებული, აღარ დაგვჭირდება გარე სივრცეებში პირბადე, შეგვეძლება ისევ შევიკრიბოთ მეგობრები" - ამირან გამყრელიძე