ტყემალმა წიწაკა მოისხა?!

ტყემალმა წიწაკა მოისხა?!

არ არის გამორიცხული, რომ ცნობილმა გამონათქვამმა - ბალზე ვზივარ და ტყემალს ვჭამ, რეალური სახე მიიღოს. ორი დღის წინ, "გურია ნიუსს" ტელეფონით დაუკავშირდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის მცხოვრები ქეთო კომახიძე, რომელმაც უცნაური შემთხვევის შესახებ აცნობა რედაქციას.

"ფანჯარასთან ახლოს დგას ტყემლის ხე. ერთ დღეს გავაღე ფანჯარა და სანამ ახლოს არ მივედი, თვალებს არ დავუჯერე - ტყემლის ხეზე სხვა ნაყოფი იყო. ყველას ვანახე, ვინც ჩემთან მოვიდა, ყველა გაკვირვებული დარჩა. ნაყოფი უგემური იყო. მას არც პილპილის გემო ჰქონდა და არც ტყემლის", - ამბობს ქეთო კომახიძე.

ფოტო კი, რომელზეც წიწაკამსხმოიარე ტყემალია გამოსახული, "გურია ნიუსს" სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის პედაგოგმა, სოფო ინგოროყვამ მიაწოდა.

"სოფელ ციხისძირში ნათესავი გარდაგვეცვალა და იქ ვიყავით წასულები. ამ ფაქტის შესახებაც ვიცოდით, რომ ტყემლის ხემ უცნაური ნაყოფი გამოისხა. მივედით იმ ოჯახში, სადაც ეს ამბავი მოხდა და წამოვიღე ეს ტოტი. შემდეგ სკოლაში მივიტანე და ყველა გაოცებული დარჩა", - თქვა სოფო ინგოროყვამ.

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია