გოგა ხაჩიძე მართლმადიდებლური სასწაულის წინააღმდეგ - "ყველა ცეცხლი წვავს"

გოგა ხაჩიძე მართლმადიდებლური სასწაულის წინააღმდეგ - "ყველა ცეცხლი წვავს"

მაშინ, როდესაც მართლმადიდებლური სამყარო მაცხოვრის საფლავზე სასწაულის მოლოდინშია და წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ელოდება, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაჩიძე Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ამ მოვლენისადმი მისი სკეპტიკური დამოკიდებულების შესახებ ღიად წერს. უმცირესობის დეპუტატი ამბობს, რომ უმჯობესია, სხვა რამე აღვნიშნოთ, "ის რაც მართლა მნიშვნელოვანია და მართლა ღირებულია".

Facebook/ გოგა ხაჩიძე, პარლამენტარი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა":

"ცეცხლი, რომელიც არ წვავს"

- არ მესმის, რატომ ვიგონებთ ასეთებს?...

ჩემს რწმენას, დამატებითი "ფოკუსები" არაფერს მატებს.

ყველა ცეცხლი წვავს.

სხვა რამე ვთქვათ, სხვა რამე აღვნიშნოთ. ის რაც მართლა მნიშვნელოვანია და მართლა ღირებულია", - წერს ხაჩიძე.

ცხადია, მისი ეს პოსტი რეზონანსულია სოციალურ ქსელში. მისი სტატუსი მოიწონეს და, შესაბამისად, მის მოსაზრებას ეთანხმებიან დავით დარჩიაშვილი, დავით პაიჭაძე, ქეთა გაბიანი და მისი სხვა მხარდამჭერი. არიან ისეთებიც, რომლებიც დეპუტატთან, მისი ნათქვამის გამო პოლემიკაში შევიდნენ. თუმცა, ხაჩიძის მეგობართა შორის აღმოჩნდა ისეთიც, რომელიც მის ნათქვამს კიდევ სხვა არგუმენტებით ამყარებს, პარლამენტარს მხარს უჭერს და წერს:

Facebook/ კომენტარი გოგა ხაჩიძის სტატუსზე:

Tara Merrick: "თვითაალება ცნობილი მოვლენაა. აქ სანთლები თეთრ ფოსფორში აქვთ ამოვლებული და სულ ცოტა ხანში, თავისით აალდება. ის პაუზა, რომელიც ფოსფორს ჟანგბადთან რეაქციისათვის ესაჭიროება, ძალიან ეფექტურია მასებზე ზეგავლენის მოსახდენად."

Tara Merrick: "რას შეეხება "ცეცხლის გადმოსვლას", ის მხოლოდ გარკვეულ საათზე ხდება და ერთი მიზეზით: ეს ქვაბული გაზის საბადოზე დგას, ზემოდან აქვს შემკრები ლინზა (ადრე წყლით სავსე უფერო ჯამი იყო). გარკვეულ დროს მზე ზუსტად ქვაბულის თავზე გაჩერდება (ამას ასტრონომიულად ითვლიან), ლინზა მზის სხივებს საბადოზე დააფოკუსირებს და ისიც აალდება. ზუსტად ისევე, როგორც ბავშვობაში ბებოს სათვალით ქაღალდზე ან ბალახზე ცეცხლის მოკიდება შეიძლებოდა.. ფოკუსია ეს ყველაფერი, მასებს იზიდავს და ფული მოაქვს, რწმენასთან არანაირ კავშირში არ არის.."

კიდევ ერთი, ვინც ხაჩიძის მოსაზრებას ეთანხმება, ტელეწამყვანი დავით პაიჭაძეა:

Facebook/ კომენტარი გოგა ხაჩიძის სტატუტსზე:

დავით პაიჭაძე: "ღმერთო, რა მნიშვნელობა აქვს, წვავს თუ არა ცეცხლი? რომ დაწვას ან არ დაწვას, ამით შენს დიდებას რა მოაკლდება ან რა მოემატება? ვთქვათ, დაწვა - ნუთუ ეს შეარყევს რწმენას შენს მიმართ? და თუ შეარყევს, რა რწმენაა ეს? და ვინ ვარ მე - ასეთი რწმენის მქონე? რატომ ფიქრობენ შენი მსახურნი, რომ ადამიანი ვერ გიწამებს ფოკუსების გარეშე? როგორღა იმსახურებ ასეთ მსახურთ, უფალო?"

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 საათის შემდეგ შევა და საფლავი დაიხურება. მანამდე პატრიარქს სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები საგულდაგულოდ გაჩხრეკენ. მათ შორის - ებრაული პოლიციის წარმომადგენლები.

მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს.

ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან. მათ შორის არიან 280 ქართველიც.

"კორონა ჩვენთან ბევრი წელი დარჩება და ცოტა ხანში, ნერვი არ აგვიტოკდება ამ სახელის გაგონებაზე" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი

"შეუძლებელი შეძლო: 10 ღღით მეტხანს აცოცხლა დედა..." - რას წერს ექიმ ლევან რატიანზე ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი

"მე-9 დღე იყო ყველაზე მსუბუქი, მივხვდი ნელ-ნელა ვემშვიდობებოდი ვირუსს" - რას წერს აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა