ვაკეში ახალგაზრდა გოგონა ხანჯლით დაჭრეს

ვაკეში ახალგაზრდა გოგონა ხანჯლით დაჭრეს

ვაკეში ახალგაზრდა გოგონა დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გოგონას ჭრილობები ცივი იარაღით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით საქმე 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით კი, მამაკაცმა გოგონას ჭრილობები სავარაუდოდ, ხანჯლით მიაყენა.

დაჭრილი გოგონა ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია