რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, სხვა მსოფლიო ლიდერების მსგავსად, "სელფი" გადაიღო. ფოტოში ის Russia Today-ს ტელეწამყვანთან, სოფო შევარდნაძესთან ერთად არის. სწორედ სოფო შევადნაძემ გაავრცელა ფოტო "ტვიტერის" საშუალებით.
სოფო შევარდნაძე ფოტოს თან მოკლე დიალოგსაც ურთავს:
- გადავიღოთ სელფი?
ლავროვი: ეს რა არის? აი, როგორც ობამამ გადაიღო დანიის პრემიერ-მინისტრთან? - წერს სოფო.
სოფო შევარდნაძე სერგეი ლავროვთან ექსკლუზიურ ინტერვიუს წერდა. ტელეწამყვანმა და რესპოდენტმა ფოტო სწორედ მაშინ გადაიღეს.