შტრი­ხე­ბი, რო­მე­ლიც ქარ­თ­ველ მა­მა­კაც­ში თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძემ ვერ ნა­ხა

შტრი­ხე­ბი, რო­მე­ლიც ქარ­თ­ველ მა­მა­კაც­ში თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძემ ვერ ნა­ხა

"ი­მის გა­მო, რომ ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი მაქვს, სამ­სა­ხურ­ში წიგ­ნი და­მაქვს და შეს­ვე­ნე­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში ვკითხუ­ლობ. კლუბ­ში ამას კარ­გად ვა­ხერ­ხებ", - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე და დას­ძენს, რომ ამ ბო­ლო დროს ფა­მუქ­მა გა­ი­ტა­ცა.

პრეამბულის მაგიერ

- ფა­მუ­ქის გარ­და, რო­მე­ლი ავ­ტო­რე­ბი გი­ზი­და­ვენ?

- დოს­ტო­ევ­ს­კის "თეთ­რი ღა­მე­ე­ბი" გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს. ჟან-ჟაკ რუ­სოს რო­მან­ტიზ­მი მომ­წონს, ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რე­ბი­დან კი ჩემ­თ­ვის პირ­ვე­ლი - შო­თა რუს­თა­ვე­ლია.

- აქ­ტი­უ­რი მკითხ­ვე­ლი ხარ?

- სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი აქ­ტი­უ­რი ვერ ვარ, რო­გო­რიც სკო­ლის პე­რი­ოდ­ში და სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ვცდი­ლობ, წიგნს არ დავ­შორ­დე. სამ­სა­ხურ­ში წიგ­ნით ხელ­ში რომ მხე­და­ვენ, მე­უბ­ნე­ბი­ან, ამას ჩვენს და­სა­ნა­ხა­ვად აკე­თე­ბო.

- რო­მელ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- შარ­ლო­ტა ბრონ­ტეს გმირ­თან, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­თან ("ჯე­ინ ეარი"). ის ჯე­ინს უყ­ვარს.

- მას­ში რა გხიბ­ლავს?

- უაღ­რე­სად მა­მა­კა­ცუ­რია, კე­თი­ლია. მის ხა­სი­ათ­ში ისე­თი შტრი­ხე­ბია, რაც ჯერ ქარ­თ­ველ მა­მა­კაც­ში ვერ ვნა­ხე.

- მა­გა­ლი­თად?

- ძა­ლი­ან ყუ­რადღე­ბი­ა­ნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, რჩე­ულ­თან დის­ტან­ცი­ას მა­ინც იჭერს. ფა­რუ­ლი სი­ცი­ვე, დის­ტან­ცია მათ ურ­თი­ერ­თო­ბას თა­ვი­სე­ბურ ხიბლს სძენს. მომ­წონს.

- სა­კუ­თა­რი თა­ვი რო­მე­ლი­მე პერ­სო­ნა­ჟის­თ­ვის მი­გიმ­ს­გავ­სე­ბია?

- არა, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ე­რი ნა­წარ­მო­ე­ბის კითხ­ვი­სას შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნ­დეს სურ­ვი­ლი, რო­მე­ლი­მე პერ­სო­ნაჟს ჰგავ­დე.

- ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი გი­ზი­დავს?

- სა­ყუ­რებ­ლად მომ­წონს, მაგ­რამ თა­ვად არ­ასდ­როს მი­თა­მა­შია.

- სკან­და­ლუ­რი გა­მოხ­დო­მა, საქ­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც არ­ღ­ვევს სა­ყო­ველ­თა­ოდ მი­ღე­ბულ ნორ­მებ­სა და წე­სებს, - რო­მე­ლი სიტყ­ვა გა­ნი­მარ­ტე­ბა ასე?

- ეპა­ტა­ჟი.

- ეპა­ტა­ჟუ­რი გა­მოს­ვ­ლე­ბი გჩვე­ვია?

- სხვამ შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როს, რომ მჩვე­ვია. თა­ვად ასე არ ვთვლი.

- რა ემარ­თე­ბა თვა­ლის გუ­გას, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სოს ის­მენს?

- ფარ­თოვ­დე­ბა, არა?

- 45%-ით ფარ­თოვ­დე­ბა. და­ა­სა­ხე­ლე როკ­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე და­ა­პა­ტიმ­რეს.

- ვერ ვიხ­სე­ნებ.

- მი­გა­ნიშ­ნებ, ინ­გ­ლი­სე­ლი იყო.

- რო­მელ წლებ­ში ცხოვ­რობ­და?

- ჯგუფ "დორ­სის" სო­ლის­ტი იყო.

- ჯიმ მო­რი­სო­ნი, ხომ?

- დი­ახ. ადა­მი­ა­ნის ეს ორ­გა­ნო სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­არდ დარ­ტყ­მას აკე­თებს. რო­მელ ორ­გა­ნო­ზეა ლა­პა­რა­კი?

- გულ­ზე.

- "მე ვი­ცი ის, რომ არა­ფე­რი არ ვი­ცი", - ამ­ბობ­და სოკ­რა­ტე და ამა­ტებ­და, - "აი, სხვებ­მა კი..."

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- "სხვებ­მა კი ესეც არ იცი­ან". რო­მელ ქარ­თულ ფილ­მ­შია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის მუ­ხამ­ბა­ზი - "გინდ მე­ძი­ნოს, მა­ინც სულ­ში მი­ზი­ხარ"?

- "ქე­თო და კო­ტე­ში".

- კლას­ში 35 მოს­წავ­ლეა. შე­იძ­ლე­ბა თუ არა, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის გვა­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ასო­თი და­იწყოს?

- არა.

- "ერ­თა­დერ­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ჩემ­სა და სუ­ლელს შო­რის ის არის, რომ მე სუ­ლე­ლი არ ვარ", - რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი ეს­პა­ნე­ლი მხატ­ვა­რია ამ გა­მო­ნათ­ქ­ვა­მის ავ­ტო­რი?

- მი­ნიშ­ნე­ბას ვერ მეტყ­ვი?

- მან ჯო­კონ­და ულ­ვა­შით გა­მო­სა­ხა.

- სალ­ვა­დორ და­ლი.

- სალ­ვა­დორ და­ლის ერთ-ერ­თ­მა პარ­ფი­უ­მე­რი­ულ­მა ფირ­მამ ახა­ლი სუ­ნა­მოს­თ­ვის ფლა­კო­ნის დი­ზა­ი­ნი შე­უკ­ვე­თა. მხატ­ვარ­მა ჩვე­უ­ლი ორი­გი­ნა­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა: სახ­ლ­ში იპო­ვა ნივ­თი, რო­მელ­საც ლი­თო­ნის ნა­წი­ლი მოხ­ს­ნა, ოქ­როს­ფ­რად შე­ღე­ბა და გა­ნაცხა­და, რომ ის ფლა­კო­ნის თავ­სა­ხუ­რი იქ­ნე­ბო­და. მწარ­მო­ებ­ლებს კი ურ­ჩია, სუ­ნა­მოს­თ­ვის უც­ნა­უ­რი სა­ხე­ლი - "გა­ელ­ვე­ბა" და­ერ­ქ­მი­ათ. მი­პა­სუ­ხე, რის­გან და­ამ­ზა­და სალ­ვა­დორ და­ლიმ ფლა­კო­ნი?

- არ ვი­ცი. (პა­უ­ზის შემ­დეგ) ეს ნივ­თი სი­ნათ­ლეს­თან კავ­შირ­შია?

- დი­ახ. ოჯახ­ში ყვე­ლას გვაქვს.

- ნა­თუ­რის­გან ხომ არ და­ამ­ზა­და?

- გა­მო­ი­ცა­ნი. მდი­ნა­რის თევ­ზე­ბი­დან ყვე­ლა­ზე დიდ თევ­ზად რო­მე­ლი ით­ვ­ლე­ბა?

- არ ვი­ცი.

- ლო­ქო. ეს ნა­წარ­მი აბ­რე­შუ­მის უწ­ვ­რი­ლე­სი ძა­ფე­ბით ნა­წილ-ნა­წილ იქ­სო­ვე­ბო­და. მი­სი მოქ­სო­ვის ტექ­ნო­ლო­გია ერ­თ­მა პა­რი­ზელ­მა მკე­რავ­მა XVI სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში შექ­მ­ნა. და­ა­სა­ხე­ლე მი­სი გვა­რი.

- გო­ბე­ლე­ნი.

- ლი­მო­ნი უფ­რო მეტ შა­ქარს შე­ი­ცავს თუ მარ­წყ­ვი?

- ლი­მო­ნი.

- რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი ჩი­ტი კო­ლიბ­რი?

- არ ვი­ცი.

- ყვე­ლა­ზე პა­ტა­რაა და უკუს­ვ­ლით ფრე­ნა შე­უძ­ლია. და­ა­სა­ხე­ლე სო­ფე­ლი, რო­მე­ლიც ევ­რო­პის მას­შ­ტა­ბით, ზღვის დო­ნი­დან ყვე­ლა­ზე მაღ­ლა მდე­ბა­რე­ობს.

- ვერ ვიხ­სე­ნებ.

- სა­ქარ­თ­ვე­ლო­შია.

- ვფიქ­რობ, სვა­ნე­თის რო­მე­ლი­მე სო­ფე­ლი იქ­ნე­ბა.

- უშ­გუ­ლი. ეს ინ­გ­ლი­სე­ლი მწე­რა­ლი ქა­ლი I მსოფ­ლიო ომის დროს მოწყა­ლე­ბის დად მუ­შა­ობ­და. მას დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რის 60-მდე ნა­წარ­მო­ე­ბი აქვს შექ­მ­ნი­ლი. რო­მელ მწე­რალ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- (ფიქ­რობს)

- მი­გა­ნიშ­ნებ, მი­სი მოთხ­რო­ბე­ბის მთა­ვა­რი გმი­რი ერ­კი­ულ პუ­ა­როა.

- აგა­ტა კრის­ტი.

- "სა­უ­კე­თე­სო ან არა­ფე­რი" - რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბე­ლი ფირ­მის დე­ვი­ზია?

- ალ­ბათ "მერ­სე­დე­სის", არა?

- დი­ახ. და­ა­სა­ხე­ლე ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი, რო­მელ­საც სკო­ლა­ში არას­დ­როს უვ­ლია. ის 35 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა და დაკ­რ­ძა­ლუ­ლია ვე­ნა­ში.

- მი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი რომ მითხ­რა, შე­იძ­ლე­ბა?

- "ფი­გა­როს ქორ­წი­ნე­ბა", "დონ ჟუ­ა­ნი"...

- მო­ცარ­ტი.

- ამ­ბო­ბენ, ის მო­ცარ­ტის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო იყო. ერ­თხელ მო­ცარ­ტის მი­ერ ახალ­და­წე­რი­ლი მე­ლო­დია წა­იმ­ღე­რა, თან მცი­რე­დი შეს­წო­რე­ბა შე­ი­ტა­ნა. მო­ცარ­ტ­მა აღი­ა­რა, რომ მოს­მე­ნი­ლი ვა­რი­ან­ტი უკე­თე­სად ჟღერ­და და ასე შე­ი­ტა­ნა ნა­წარ­მო­ე­ბის სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტ­ში. და­ა­სა­ხე­ლე მო­ცარ­ტის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო.

- ქა­ლი, რო­მე­ლიც უყ­ვარ­და?

- ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ადა­მი­ან­ზე არ არის ლა­პა­რა­კი.

- აბა?

- ფრინ­ვე­ლის ერთ-ერთ სა­ხე­ო­ბა­ზეა.

- "წამ­ღე­რე­ბა" ჩიტს შე­უძ­ლია.

- სწო­რი პა­სუ­ხია - შო­შია. რა­ტომ ატა­რებ­და იული­უს კე­ი­სა­რი დაფ­ნის გვირ­გ­ვინს?

- არ ვი­ცი.

- სი­მე­ლო­ტის და­სა­ფა­რა­ვად. მი­სი მშე­ნებ­ლო­ბა იმ­პე­რა­ტორ­მა ცინ­ში ჰუ­ან­დიმ ჰუ­ნე­ბის­გან (ცენ­ტ­რა­ლუ­რი აზი­ის მომ­თა­ბა­რე და ნა­ხევ­რად მომ­თა­ბა­რე ტო­მე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა) თა­ვის და­სა­ცა­ვად და­იწყო. რის მშე­ნებ­ლო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ჩი­ნე­თის დი­დი კედ­ლის.

- ინ­გ­ლი­სის რო­მე­ლი ქა­ლა­ქი­დან იყ­ვ­ნენ ლე­გენ­და­რუ­ლი ჯგუ­ფის - "ბით­ლ­ზის" წევ­რე­ბი?

- ლი­ვერ­პუ­ლი­დან.

- პო­ე­ზია გიყ­ვარს?

- ლექ­სებს ვკითხუ­ლობ, მაგ­რამ ვერ ვი­მახ­სოვ­რებ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს მურ­მან ლე­ბა­ნი­ძე, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვა გა­ლაკ­ტი­ონ­ზე.

- თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას კარ­გად იც­ნობ?

- ლე­ლა ნი­ნუ­ა­სა და ლი­კა ჭე­ლი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას კარ­გად ვიც­ნობ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ პო­ე­ზი­ა­ზე ლა­პა­რა­კობ­დე და გი­ორ­გი ზან­გუ­რი არ ახ­სე­ნო? მი­სი ლექ­სე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ნი­კო გო­მე­ლა­უ­რი ხომ ყვე­ლას უყ­ვარს, ვი­საც ერ­თხელ მა­ინც წა­უ­კითხავს ან მო­უს­მე­ნია. გა­მო­ნაკ­ლისს არც მე წარ­მო­ვად­გენ. კო­ტე ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლის ლექ­სე­ბიც მომ­წონს.

- "ზღვამ გა­დაყ­ლა­პა მზე,/ შე­იგ­რ­ძ­ნო მი­სი ეშ­ხი,/ რო­გორც შენ ერ­თხელ მე/ შე­მო­მიტყუე შენ­ში", - რო­მე­ლი პო­ე­ტია ამ სიტყ­ვე­ბის ავ­ტო­რი?

- ნი­კო გო­მე­ლა­უ­რი.

- 13 აპ­რი­ლი მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეა.

- კო­ტე ყუ­ბა­ნე­იშ­ვილ­მა და­წე­რა: "სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ჭირს, გა­მოვ­ლი­ნე­ბა ნი­ჭის".

- რი­სი ში­შია ნო­მო­ფო­ბია?

- არ ვი­ცი.

- მო­ბი­ლუ­რის არ­ქო­ნის ში­ში.

- მარ­თ­ლა? მე მაქვს ეგ ში­ში, ოღონდ გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი ფორ­მით - არა. ოთახ­ში მარ­ტო ყოფ­ნის ში­ში მაქვს. ვირ­თხის მე­ში­ნია. მირ­ჩევ­ნია, ჩემ გარ­შე­მო 10 გვე­ლი დას­რი­ა­ლებ­დეს, ვიდ­რე ერ­თი პა­ტა­რა ვირ­თხა და­ვი­ნა­ხო. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ სუ­ლე­ბის ში­ში მაქვს. ას­ტ­რო­ლოგ­თან ვი­ყა­ვი, პი­რა­დი რუ­კა შე­მიდ­გი­ნა და მითხ­რა, სა­ში­ნე­ლე­ბებ­ზე ფილ­მებს არას­დ­როს უყუ­როო. არა­და, ხში­რად ვუ­ყუ­რებ­დი.

- რას შე­ის­წავ­ლის სპე­ლე­ო­ლო­გია?

- ნაც­ნო­ბი სიტყ­ვაა და ვერ ვიხ­სე­ნებ.

- მღვი­მე­ებს, გა­მოქ­ვა­ბუ­ლებს. რა ერ­ქ­ვა სო­ლო­მონ ისა­კიჩ მეჯღა­ნუ­აშ­ვი­ლის მა­მას?

- არ მახ­სოვს.

- და­ი­ბე­ნი.

- არა, უბ­რა­ლოდ, ვერ ვიხ­სე­ნებ.

- ისა­კი ერ­ქ­ვა.

- (ი­ცი­ნის) ვა­ი­მეეე, ეს რა და­მე­მარ­თა!

- ბერ­ტ­რან რა­სელ­მა მას­ზე ასე­თი გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა: "დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის შედ­გე­ბა 4 ინ­გ­რე­დი­ენ­ტის­გან: ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­გან, თბი­ლი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის­გან, არ­სე­ბო­ბის ღირ­სე­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რის­გან". რა გან­მარ­ტა ასე ინ­გ­ლი­სელ­მა ფი­ლო­სო­ფოს­მა?

- ქა­ლუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა.

- მხო­ლოდ ქა­ლუ­რი?

- ვერ ვხვდე­ბი, მა­მა­კა­ცე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა რა­შია. მგო­ნი, თა­ვა­დაც არ იცი­ან.

- რა­სელ­მა ასე ბედ­ნი­ე­რე­ბა გან­მარ­ტა.

- მა­მა­კა­ცებს სხვა რა­ღა­ცე­ბიც იზი­დავთ. მხო­ლოდ ეს "ოთხი ინ­გ­რე­დი­ენ­ტი" საკ­მა­რი­სი არ არის. უყ­ვართ ექ­ს­ტ­რი­მი, მან­ქა­ნე­ბი, ბევ­რი ქა­ლი...

- რა გა­ნა­პი­რო­ბებს კა­ნის, თმი­სა და თვა­ლის შე­ფე­რი­ლო­ბას?

- "მა­გათ" რა ჰქვია? (ფიქ­რობს) პიგ­მენ­ტე­ბი. სწო­რად ვამ­ბობ?

- დი­ახ. და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე ტოლ­ს­ტო­ის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "სი­ცოცხ­ლე იმით კი არ იზო­მე­ბა, რამ­დენ­ჯერ ჩა­ი­სუნ­თ­ქავ, არა­მედ იმით, რამ­დენ­ჯერ..."

- ამო­ი­სუნ­თ­ქავ.

- "...რამ­დენ­ჯერ შე­გეკ­ვ­რე­ბა სუნ­თ­ქ­ვა".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები