სამტრედიაში მამამ შვილი აგრობარათის გამო მოკლა - "მეზობელს ომარის არაადამიანური ხმა შემოესმა"

სამტრედიაში მამამ შვილი აგრობარათის გამო მოკლა - "მეზობელს ომარის არაადამიანური ხმა შემოესმა"

25 აპრილს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაძგნარში მამა-შვილს შორის დაწყებული კონფლიქტი ტრაგედიით დასრულდა. 1952 წელს დაბადებულმა ომარ ბუცხრიკიძემ საკუთარი ვაჟი, 32 წლის პაატა ბუცხრიკიძე დანით სასიკვდილოდ დაჭრა. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. მეზობლებმა მომხდარი მოგვიანებით შეიტყვეს.

"ნასვამი ყოფილა ომარ ბუცხრიკიძე, შელაპარაკება შვილთან აგრობარათის გამო მოსვლია. შვილს უთქვამს, ვაუჩერი ფულში გადაცვალეო. ამაში ფულს არავინ იძლევაო, უპასუხია - მთელმა საქართველომ იცის, რომ თანხას არავინ იძლევა. დაუჟინია - ტელევიზიით მოვისმინე, ფულს მოგცემენო. მერე თითქოს დაშოშმინდნენ, მაგრამ მოგვიანებით ისევ წაკამათდნენ. დილით მეზობელს ომარის არაადამიანური ხმა შემოესმა, თურმე მეზობელს ეძახდა. მეზობელი რომ მივიდა მათ სახლში საშინელი სურათი დახვდა, ბიჭი უკვე გარდაცვლილი იყო. დანა მუცელში აქვს დარტყმული. პოლიციამ ომარ ბუცხრიკიძე დააკავა. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია", - გვითხრა სოფლის რწმუნებულმა დავით ქორიძემ.

მისი თქმით, ბუცხრიკიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია, ძალიან ღარიბულად ცხოვრობდნენ. პაატა ჯართს ეზიდებოდა და ამით ირჩენდა თავს. მისი თქმით, ომარ ბუცხრიკიძეს მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს და მამა-შვილი სახლში მარტო ცხოვრობდა.

სოფლის რწმუნებულის თქმით, პაატა სასმელს საერთოდ არ ეკარებოდა, ომარ ბუცხრიკიძე კი პერიოდულად სვამდა.

ასევე იხილეთ: სამტრედიის რაიონში მამამ შვილი მოკლა

თეა ხურცილავა,

Ambebi.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია