რა ქონების მფლობელია ნიკანორ მელია

რა ქონების მფლობელია ნიკანორ მელია

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 34 წლის ნიკა (ნიკანორ) მელია თბილისის ცენტრში ორ ბინას, ავტოფარეხს, ცოტაოდენ ნაღდ ფულს, ბანკის ვალებსა და ავტომანქანას ფლობს.

უძრავი ქონების გრაფაში მელიას ორი ბინაა აღნიშნული: ბელინსკი/ხოშტარია #47/17, ფართობი -140.00 კვ.მ და იმავე მისამართზე მდებარე ავტოფარეხის 15%. დედაქალაქის მერობის კანდიდატი ჭონქაძის 12-ში მდებარე 105.00 კვ.მ ბინასაც ფლობს.

თბილისის მერობის კანდიდატის საკუთრებაშია ავტომანქანა mersedes benz, 2006, Fox 010.

მელიას "საქართველოს ბანკში'' 898.00 ლარის დანაზოგი აქვს, "ლიბერთი ბანკში" კი სახელფასო 10000.00 ლარის ოდენობით.

მელიას ბანკიდან ორი იპოთეკური სესხი აქვს აღებული: 80 000 დოლარი ბინის შესაძენად და 20 000 რემონტისთვის.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა