იაშვილის მთავარი ექიმის პირველი განცხადება მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების შესახებ

იაშვილის მთავარი ექიმის პირველი განცხადება მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების შესახებ

იაშვილის სახელობის კლნიკაში მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზად სუნთქვის მწვავე უკმარისობა სახელდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ივანე ჩხაიძემ, რომლის განმარტებითაც, სუნთქვის უკმარისობა თანდაყოლილი პათოლოგიის ფონზე განვითარდა.

მისივე ინფორმაციით, ბავშვი 11-ჯერ იყო ჰოსპიტალიზებული კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, ასევე - სხვა კლინიკებში.

"ეს იყო მდგომარეობა, რომელიც თავიდანვე, დაბადებისთანავე განსაზღვრავდა მის მძიმე სტატუსს", - განაცხადა ჩხაიძემ.

კიდევ ერთი ექიმის, რეანიმატოლოგ ნანა ბუაძის განცხადებით, მცირეწლოვანი ბავშვი 25 აპრილს გარდაიცვალა. მისი თქმით, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და ექიმები გარდაცვლილის ოჯახს თანაუგრძნობენ.

"მაგრამ, მგლოვიარობა არ ნიშნავს გარშემო მყოფების მიმართ აგრესიას, მით უმეტეს ისეთი დამსახურებული ექიმის მიმართ, როგორც არის პაატა გვეტაძე", - განაცხადა ნანა ბუაძემ.

იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის, დავით ვეფხვაძის ახლობლებსა და კლინიკის ექიმებს შორის დღეს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ისინი არ ეთანხმებიან ექიმების განცხადებას, რომ ბავშვს თანდაყოლილი პათოლოგიური დაავადება ჰქონდა. მათი განცხადებით, ბავშვის მკურნალმა ექიმმა, იაშვილის კლინიკის პროფესორმა, რესპირატორული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაატა გვეტაძემ ოჯახს ფორმა 100 არ მისცა, რომ ბავშვი კლინიკიდან გაეყვანათ და სამკურნალოდ ისრაელში გადაეყვანათ.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა მკურნალ ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა, რასაც ექიმები დაუშვებლად მიიჩნევენ.

ასევე იხილეთ:

რატომ გარდაიცვალა იაშვილის კლინიკაში წლინახევრის ბავშვი - Aმბები.გე შემთხვევის ადგილიდან ოჯახის წევრებისა და ექიმების ვერსიებზე

ასევე დაგაინტერესებთ:

ჯანდაცვის სამინისტრომ მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალებაზე მოკვლევა დაიწყო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია