ჯანდაცვის სამინისტრომ მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალებაზე მოკვლევა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალებაზე მოკვლევა დაიწყო

იაშვილის კლინიკაში მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელ კომისიას საქმის შესწავლა აქვს დაწყებული.

როგორც კლინიკის ერთ-ერთი  ექიმი, მაია ჯავახიშვილი აცხადებს, ბავშვის შესახებ ყველა დოკუმენტი სამინისტროს გადაეგზავნა, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ დასკვნას დადებს.

"ყველანაირი დოკუმენტი გადავეცი ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტრო შემდეგ გამოაქვეყნებს ალბათ ბავშვის ისტორიას და შესაბამისად, დადებს კიდეც დასკვნას. ჩვენი მიზანია, რომ ყველაფერი ბოლომდე გაირკვეს, და თუ ვინმე დამნაშავეა, შესაბამისი სასჯელი დაეკისროს", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, სამართალდამცავ ორგანოებს ასევე დაწყებული აქვთ გამოძიება ბავშვის ბაბუის მხრიდან ექიმის ცემის ფაქტზე. როგორც ჯავახიშვილმა განაცხადა, გუშინ, პატრულმა ჩამოართვა ჩვენებები თავად დაზარალებულს და იქ მყოფებს. ამასთან, იაშვილის კლინიკაში ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ექიმის რაიმე ბრალეულობას უარყოფენ.

როგორც მაია ჯავახიშვილი აცხადებს, ბავშვი გამოირჩეოდა დაბადებიდან სუსტი ჯანმრთელობის მდგომარეობით. მისივე თქმით, საავადმყოფოს ექიმების მხრიდან ბავშვის უცხოეთში გაგზავნის თაობაზე არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა. ბავშვის ახლობლები იაშვილის კლინიკასთან კვლავ რჩებიან.

მცირეწლოვანი ბავშვი 25 აპრილს გარდაიცვალა.

იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის, დავით ვეფხვაძის ახლობლებსა და კლინიკის ექიმებს შორის დღეს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ისინი არ ეთანხმებიან ექიმების განცხადებას, რომ ბავშვს თანდაყოლილი პათოლოგიური დაავადება ჰქონდა. მათი განცხადებით, ბავშვის მკურნალმა ექიმმა, იაშვილის კლინიკის პროფესორმა, რესპირატორული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაატა გვეტაძემ ოჯახს ფორმა 100 არ მისცა, რომ ბავშვი კლინიკიდან გაეყვანათ და სამკურნალოდ ისრაელში გადაეყვანათ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია