საზმაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო ორ პალატიანი იქნება

საზმაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო ორ პალატიანი იქნება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო ორ პალატიანი იქნება. სამეურვეო საბჭოს შიდა კონტროლის უზრუნველსაყოფად მონიტორინგის საბჭოც შეიქმნება.

ცვლილებები ითვალისწინებს დღემდე მოქმედი სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის იმგვარი ფუნქციების მიცემას, რომელიც ერთი მხრივ, საზოგადოებრივ მაუწყებელს დაიცავს მათი მხრიდან მორიგი კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ახალი სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის საქმიანობაზე ეფექტურ შიდა მონიტორინგს და საზოგადოების დროულ ინფორმირებას ფინასნურ, საკადრო და სხვა პრობლემებზე.

კანონპროექტი, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს ითვალისწინებს, გია ჟორჟოლიანმა, ნუკრი ქანთარიამ, ირაკლი ჩიქოვანმა და ზვიად კვაჭანტირაძემ მოამზადეს.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ელისო ჩაფიძის განმარტებით, მონიტორინგის საბჭოს მნიშვნელოვანი ფუქნციები დაეკისრება და მთლიანად საზოგადოებრივ მაუწყებელს გაუწევს მონიტორინგს.

"სამეთვალყურეო საბჭო ხდება ორ პალატიანი. მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგის საბჭოს საკამოდ სერიოზული უფლებები აქვს მინჭებული. მას შეუძლია ბიუჯეტთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია გამოითხოვოს, ასევე აქვს უფლება დააყენოს გენერალური დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხიც. მონიტორინგის საბჭოს წევრთა ანაზღაურება იქნება სამეურვეო საბჭოს წევრის ანაზღაურების 80 %. საკამოდ ბევრი რეგულაცია დევს ამ კანონპროექტში, თუმცა მე პირადად არ მინდა ამ გადაწყვეტილებას დავეთანხმო",-აცხადებს ჟურნალისტებთან ელისო ჩაფიძე.

გია ჟორჟოლიანის, ნუკრი ქანთარიას, ირაკლი ჩიქოვანისა და ზვიად კვაჭანტირაძის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს დღეს პარლამენტში განათლების კომიტეტზე განიხილავენ.

საკონსტიტუციო სასამართლომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლებს, რომელთაც "მაუწყებლობის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე უფლებამოსილება უწყდებოდათ, წევრობის უფლებამოსილება შეუნარჩუნა. საკონსტიტუციო სასამართლომ ემზარ გოგუაძის, გიორგი მელაძის, მამუკა ფაჩუაშვილის, ზურაბ დავითაშვილის, დავით კანდელაკის, ნატალია დვალის საკონსტიტუციო სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის დებულება, რომლის მიხედვით, ახალი საბჭოს არჩევისთანავე მოქმედ წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ.

ამასთან, პარლამენტში ახალი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი გრძელდება. პარლამენტს ამ დროისთვის არჩეული ჰყავს სამეურვეო საბჭოს შვიდი წევრი. ვაკანტურად რჩევა ორი ადგილი, რადგან უმრავლესობამ უმცირესობის მიერ წარდგენილი კანდიდატები "ჩააგდო".

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები