ფაქტი, რომელმაც თბილისი შეძრა - ერაყელი მამაკაცის 15 წლის ბიჭზე ძალადობის დეტალები

ფაქტი, რომელმაც თბილისი შეძრა - ერაყელი მამაკაცის 15 წლის ბიჭზე ძალადობის დეტალები

ფაქტი, რომელმაც თბილისი შეძრა, ადგილობრივების ნაწილი კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაუპირისპირა, -საუბარია ერაყის 21 წლის მოქალაქის მხრიდან 15 წლის ბიჭის გაუპატიურებაზე. შემთხვევის შესახებ დღეს დღეს გახდა ცნობილი, დღესვე დააკავეს ბრალდებულიც, რომელიც მიმალვას ცდილობდა.

გამოძიების ინფორმაციით, ყველაფერი ასე მოხდა: დაკავებულმა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში არასრულწლოვანი ბიჭი მოტყუებით მიიყვანა, შემდეგ ძალის გამოყენებით მასთან სქესობრივი კონტაქტი დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით დაზარალებულმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე დააკავეს.

მომხდარის შესახებ Ambebi.ge-ს ამ ქუჩის მცხოვრებლებმაც უამბეს.

"დილის 8 საათი იქნებოდა, კარზე ბრახუნის ხმა გავიგეთ. გავაღეთ კარი, ატყდა წივილ-კივილი, იყო 15-16 წლის მოზარდი ბიჭი, თითქმის შიშველი, პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული და შველას ითხოვდა. რამდენიმე წუთში გაურკვეველი წარმომავლობის უცხოელიც მოვიდა და ბავშვის გაყვანას ითხოვდა, თუმცა არ გავატანეთ. ამის შემდეგ ერთ-ერთმა უცხოელმა ბავშვს ტანსაცმელი მიუტანა. როგორც მოზარდმა გვითხრა, იყო მისი გაუპატიურების მცდელობა. მან თქვა, რომ სამი უცხოელი იყო და მოტყუებით გამოეპარა მათ. ჩვენ პატრული გამოვიძახეთ, თუმცა ისინი საპატრულო პოლიციის მოსვლამდე გაიქცნენ", - განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

მისივე ინფორმაციით, მოზარდმა მას უთხრა, რომ თავად "გლდანის გამანაწილებელში" ცხოვრობს, ხოლო უცხოელებს იმიტომ გაჰყვა, რომ სიგარეტს და საკვებს დაპირდნენ.

დაკავებულის მეზობლები აცხადებენ, რომ საერთოდ არ ჰქონიათ შეხება მასთან. მათი თქმით, ეს პირი ადრე მსგავს ქმედებებში შემჩნეული არ იყო.

ზანდუკელის ქუჩაზე უკიდურესად დაიძაბა საღამოს. ფაქტით გაღიზიანებული იმ ეზოს მცხოვრებები, სადაც აღნიშნული ფაქტი მოხდა, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ამავე ეზოში მცხოვრებ ინდოელებს. როგორც მეზობლები აცხადებენ, დღევანდელი ფაქტის შემდეგ მათ ეზოში შვილების ჩამოშვების შეეშინდებათ.

დაპირისპირება, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რამდენიმე ეტაპად გაგრძელდა და აგრესიისგან შეშინებულ ინდოელებს თავის დაცვა რამდენჯერმე მოუწიათ. ისინი იძულებულები გახდნენ ერთ ოთახში ჩაკეტილიყვნენ, ოთახთან კი პოლიცია იყო მობილიზებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციის ქმედებით უკმაყოფილოები იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. "ქართული პოლიცია არ გვიცავს", - ასეთი შეძახილებით გამოვიდნენ ოთახიდან ისინი. მათივე თქმით, პირს, რომელმაც მოზარდი გააუპატიურა, ისინი არ იცნობდნენ, თუმცა მათ ოთახიდან უსაფრთხოდ გამოსვლასა და დაპირისპირების ჩაცხრობაში სწორედ პოლიცია დაეხმარა.

მეზობლები გვიყვებიან ასევე იმასაც, რომ იტალიურ ეზოში ბევრი უცხოელი ცხოვრობს. ამ ეზოში გაკეთებულია პატარა რესტორანიც კი, სადაც ძირითადად, არაქართველები იყრიან ხოლმე თავს.

გამოძიება სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, გამხდარან თუ არა სხვა არასრულწლოვანები დაკავებული ერაყის მოქალაქის მსხვერპლები. დღის ბოლოს, ამავე საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს.

ლექსო ნაბახტეველი, Ambebi.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია