"ნაწლავი გამომაგდებინეს, ისე მცემეს" - რას ყვება ცირკთან სასტიკად ნაცემი ტრანსგენდერი ზიზი

"ნაწლავი გამომაგდებინეს, ისე მცემეს" - რას ყვება ცირკთან სასტიკად ნაცემი ტრანსგენდერი ზიზი

ცირკთან, სადაც 11 ტრანსსექსუალი იყო შეკრებილი, წუხელ გვიან ღამემდე ხმაური იყო.

ინციდენტის შედეგად მუცლის არეში დაზიანებები აქვს ერთ-ერთ ტრანსსექსუალს ზიზის, რომელიც ამბობს, რომ გამვლელმა მამაკაცებმა მას ახალნაოპერაციებ მუცელში წიხლები ურტყეს.

Ambebi.ge-სთან საუბრისას ზიზიმ აღნიშნა, რომ ნაცემია მისი მეგობარი მაცაცოც.

"გააჩერეს ჯიპი. 4 ტიპი გადმოვიდა, მერე წავიდნენ, ისევ მოვიდნენ და ნაწლავი გამომაგდებინეს, ისე მცემეს. გამოვიძახეთ სასწრაფო და პოლიცია. ორივე დაგვიანებით მოვიდა. პოლიცია ამ ტიპებთან დადგა და დაგვცინოდა", - ამბობს ზიზი.

მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტრანსსექსუალებს ფიზიკურად უსწორდებიან, პოლიცია კი ამაზე რეაგირებას არ ახდენს.

Ambebi.ge ზიზის მონაყოლზე კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

პრესსამსახურში გვითხრეს, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ (ზიზიმ) თვითდაზიანებები თავად მიიყენა და არ დასტურდება ინფორმაცია, რომ მას მოქალაქეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ხათუნა გაგნიძე, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ: ტრანსექსუალმა ცირკთან თავი განზრახ დაიზიანა? - შსს-ს პირველი კომენტარი მომხდარ ინციდენტზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია