თელავში 22 წლის ახალგაზრდა სასტიკად ცემეს - ჯგუფური გარჩევა გამგეობის შენობის წინ

თელავში 22 წლის ახალგაზრდა სასტიკად ცემეს - ჯგუფური გარჩევა გამგეობის შენობის წინ

თელავში, ქალაქის ცენტრში, გამგეობის შენობის წინ, 29 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, 22 წლის აკაკი სვიმონიშვილი სასტიკად ცემეს. ახალგაზრდას სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული და თელავის საავადმყოფოშია მოთავსებული.

"აკაკი სისხლში იყო ამოსვრილი, სახე აღარ უჩანდა, ცხვირი აქვს ჩამსხვრეული, ყბა გატეხილი, ტვინის შერყევა აქვს უმძიმესი ფორმით. ეს აქტი მოხდა თელავის ცენტრში, ადგილობრივი თვითმართველობის შენობის წინ, შუა მოედანზე", - ამბობს მომხდარის თვითმხილველი მაკა მოსიაშვილი.

თვითმხილველების თქმით, აკაკი სვიმონიშვილს სხეულის დაზიანებები მე-4 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა მიაყენეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია