უბედური შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ რუსთავში. რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მომუშავე ერთ-ერთმა მძღოლმა ვეფხია გოგილაშვილმა, წინასწარი ინფორმაციით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან საკუთარ საცხოვრებელ ბინაში თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილი სახლში ძმამ ნახა.
ოჯახის წევრები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. მძღოლების ადვოკატი და ამავე დროს "ლეიბორისტული პარტიიდან" რუსთავის მერობის კანდიდატი რევაზ რიჟამაძე მომხდარს ბოლო დროს, რუსთავი-თბილისის სამარშუტო ხაზებთან დაკავშირებულ მოვლენებს უკავშირებს.
მძღოლები ტენდერის შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ თავიანთი სამარშრუტო ტაქსებით მუშობას ვეღარ შეძლებდნენ.