გამომცემლობა "პალიტრა L" საბავშვო წიგნის ფესტივალში ერთვება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გამომცემლობიდან აცნობეს, საბავშვო წიგნის ფესტივალი 4 მაისს, 13:00 საათზე, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში მოეწყობა.
"საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი წელს მესამედ აწყობს საბავშვო წიგნის რიგით მესამე ფესტივალს. ფესტივალში სხვა გამომცემლობებთან და ავტორებთან ერთად მონაწილეობს გამომცემლობა პალიტრა L. გამომცემლობამ საბავშვო წიგნები წარადგინა სამ ნომინაციაში: 1. ნომინაციაში საუკეთესო ზღაპრების კრებული: ქართული ხალხური ზღაპრები 3 ტომად - სასაჩუქრე ყუთით, ქართული ხალხური ზღაპრები ანტონ ბალანჩივაძის ილუსტრაციებით. 2. ნომინაცია საუკეთესო შემეცნებითი წიგნი: დიდი ქართველების ორ ტომეული; "კაცია ადამიანი"- ილია ჭავჭავაძე - მოძრავი ნახატებით. 3. ნომინაცია საუკეთესო ილუსტრაციები - ციცინათელები-ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაციებით, ჟიფო უგულო ხარ შენ, მგელო - მერაბ ჩხაიძის ილუსტრაციებით; დათუნია დობო, ძმები გრიმების ზღაპრები ლორეტა შენგელიას ილუსტრაციებით. წიქარა (ქართული ხალხური ზღპარები) ქართული ხალხური ზღაპრები ანტონ ბალანჩივაძის ილუსტრაციებით", - აცხადებენ გამომცემლობაში.