ავტობანზე პომიდვრით დატვირთულ ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა

ავტობანზე პომიდვრით დატვირთულ ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა

დღეს, 5 მაისს, დაახლოებით 10 საათისთვის თბილისი-ლესელიძის საავტომობილო გზატკეცილის ოკამის მონაკვეთზე პომიდვრით დატვირთულ ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა. სატვირთო ტრანსპორტზე ალი საბურავებიდან ავიდა. ამჟამად ცეცხლი ლოკალიზებულია, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

საქართველოს საგზაო დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, სატვირთო ავტომანქანა კერძო პირს ეკუთვნის. "შემთხვევას საგზაო მოძრაობის შეფერხება არ გამოუწვევია. შესაბამისი სამსახურები ფაქტის დეტალებს გამოიძიებენ", - განმარტეს დეპარტამენტში.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია