გორის რაიონში 17 წლის გოგონას ეძებენ

გორის რაიონში 17 წლის გოგონას ეძებენ

ახლობლები 17 წლის მ. ზ-ს 2014 წლის 29 აპრილიდან ეძებენ. გაუჩინარებულის დეიდის, ციცინო საათაშვილის ინფორმაციით, გოგონას დაკარგვის ამბავი შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად აცნობეს, თუმცა პირველივე დღეებში ბავშვის მოძებნა ვერ მოხერხდა. გოგონას გაუჩინარებიდან უკვე ერთი კვირა გავიდა.

გოგონა გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელშია დაოჯახებული 15 წლიდან. მას დედა არ ჰყავს და დედის დეიდა, ციცინო საათაშვილი მეურვეობს.

გოგონას დეიდამ დახმარებისთვის ადვოკატ ზაზა გიგაურის იურიდიულ ბიუროს მიმართა. ახლობლები ითხოვენ, რომ შესაბამისმა ორგანოებმა გოგონას ძებნა ინტენსიურ რეჟიმში აწარმოონ.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია