ქუთაისი-სამტრედიის მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. "მერსედესის" მარკის ავტომანქანა გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა.
შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანაში მყოფი 8 პირიდან 5 ადგილზე გარდაიცვალა.