სამაშველო სამსახურმა ეკლესიის ნანგრევებში მოყოლილი მეორე ადამიანი ამოიყვანა

სამაშველო სამსახურმა ეკლესიის ნანგრევებში მოყოლილი მეორე ადამიანი ამოიყვანა

სამაშველო სამსახურმა ეკლესიის ნანგრევებში მოყოლილი მეორე ადამიანი ამოიყვანა, - ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება.

როგორც "ინტერპორესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმმა იამზე ივანიაძემ განუცხადა, ორივე დაშავებულის სიცოცხლეს, რომლებიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს, საფრთხე არ ემუქრება. მისივე განმარტებით, ერთ-ერთ დაშავებულს აქვს კიდურების ტრავმა, მეორეს კი ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში მოყოლილი კიდევ ორი ადამიანი ცოცხალია.

სოფელ ახალსოფელში იმყოფებიან სასულიერო პირები და ბათუმის თვითმმართველობის წარმომადგენლები. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. ეკლესიასთან შეკრებილია ახალსოფლის მოსახლეობა.

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია უკვე მეოთხე წელია შენდება. ეკლესიის გუმბათი მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც მშენებლობაზე დასაქმებულმა პირებმა ნაგებობას საყრდენი ბოძები გამოაცალეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია