სროლა ვაკეში: იარაღით დაჭრილი 21 წლის ბიჭი საავადმყოფოშია გადაყვანილი

სროლა ვაკეში: იარაღით დაჭრილი 21 წლის ბიჭი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, წუხელ ცეცხლსასროლი იარაღით 21 წლის მამაკაცი დაჭრეს. ახალგაზრდას ჭრილობა მარჯვენა მხარში აქვს მიყენებული. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ცნობით, დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. თვითმხილველების თქმით, გასროლა ახალგაზრდებს შორის ჩხუბის დროს მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარებას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია