დიდი ხანია ევროვიზია ასეთი ხმაურიანი არ ყოფილა. ხმაური, ცხადია, 25 წლის ავსტრიელის შოუს მოჰყვა, თუმცა კონკურსის გამარჯვებულმა დიდება არა ვოკალური მონაცემებით, არამედ არასტანდარტული ვიზუალით მოიპოვა.
"ევროპა დალპა" - ასე კონჩიტა ვურსტის გამარჯვებას ვლადიმერ ჟირინოვსკი გამოეხმაურა (იხ. "ევროპა დალპა" - ვლადიმერ ჟირინოსკი "ევროვიზიის" შედეგებზე), თუმცა ეს არ არის ერთადერთი ნეგატიური გამოხმაურება. როგორც ჩვენში, ასევე მსოფლიო მასშტაბით, მეტწილად, გამოხმაურებები კონჩიტას მიმართ ცინიკურია.
ცინიკური იყო ნინი ბადურაშვილის მიერ გამოქვეყნებული ფოტოშარჟიც (იხ. ნინი ბადურაშვილი და ქრისტინე იმედაძე კონჩიტას სკანდალური იმიჯით) და კიდევ მრავალი კომენტარი, რომელიც ინტერნეტში, მათ შორის Ambebi.ge-ს მკითხველმა დაწერა.
ერთი რამ ფაქტია, 25 წლის ავსტრიელმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა. მათ კი, ვისაც გაინტერესებთ, თუ როგორ გამოიყურებოდა ის მამაკაცის გარეგნობით, იხილეთ სტატია - როგორ გამოიყურებოდა "ევროვიზიის" კონკურსანტი კონჩიტა, ვიდრე ქალად გარდაიქმნებოდა.
ნახეთ ვიდეო: "ევროვიზიის" გამარჯვებული 25 წლის ავსტრიელი კონჩიტა ვურსტი გახდა