ინციდენტი ვარიანის მუზეუმში - მოაჯირიდან ქალბატონები გადავარდნენ

ინციდენტი ვარიანის მუზეუმში - მოაჯირიდან ქალბატონები გადავარდნენ

გორის რაიონის სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმის მეორე სართულიდან 3 ქალბატონი მოაჯირიდან გადმოვარდა. ორი მათგანი სხეულის დაზიანებით გორის საავადმყოფოში მოათავსეს, მესამეს კი მკურნალობა ადგილზე ჩაუტარდა. დაზარალებული ქალბატონები თბილისის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მოსწავლეების მშობლები იყვნენ.

"მუზეუმში სკოლის მოსწავლეები მშობლებთან ერთად დასათვალიერებლად იყვნენ მოსულები. როდესაც ექსკურსია მორჩა, ნაწილი დაბლა ჩავიდა, ნაწილი კი მეორე სართულზე დარჩა და ფოტოების გადაღება დაიწყო. მშობლები სურათის გადასაღებად მოაჯირზე შემომსხდარან. მოიაჯირმა ვერ გაუძლო, გადავარდა და თან გადაიყოლა სტუმრები" - ამბობს სოფლის გამგებელი ვახტანგ ბერკაცაშვილი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია