თბილისში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ავარიის სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. "მერესედესის" მარკის ავტომობილი ჯერ ბორდიურს, შემდეგ კი სარეკლამო აბრას შეეჯახა. ავტომობილის ყველა მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.

"შეტყობინება შემოვიდა, რომ ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ ბორდიურს შემდეგ კი სარეკლამო აბრას დაეჯახა. სამაშველო ჯგუფს ავტომობილში მყოფი სამი პირი გარდაცვლილი დახვდა. მიმდინარეობს გამოძიება და შეჯახების მიზეზს გამოძიება დაადგენს", - განაცხადა გლდანი-ნაძალადევის სახნძრო სამაშველო განყოფილების უფროსის მოადგილე ოთარ კუხალეიშვილმა.

ავტოსაგზაო შემთხევევის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია