ცოტა ხნის წინ აგარასთან ავტოავარია მოხდა, რომლის შედეგადაც, წინასწარი ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. თბილისიდან ახალციხისკენ მიმავალ ავტობუსს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი "ფორდის" მარკის ჯიპი შეეჯახა.
ავტობუსმა მიმართულება შეიცვალა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და იქვე მყოფ მოქალაქეებს დაეჯახა.
გარდაცვლილის გარდა, ასევე არიან დაშავებულები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც.