ფსიქოთერაპევტი თამთა ჭურაძე: რატომ გიბრუნდებათ კილოგრამები უკან?

ფსიქოთერაპევტი თამთა ჭურაძე: რატომ გიბრუნდებათ კილოგრამები უკან?

მრავალი კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ჭარბი წონა ფსიქოსომატური დაავადებაა. ამიტომ, წონის კორექციის ყველაზე ეფექტური მეთოდი ის გახლავთ, რომელიც ფსიქოლოგიაზეა დამყარებული და ადამიანს საკვების მიმართ დამოკიდებულების შეცვლაში ეხმარება. წონის კორექციის ცენტრი "ბორმენტალი", რამდენიმე ათეული წელია ადამიანებს ეხმარება სასურველი წონის დაბრუნებაში, ეს ერთადერთი ადგილია, სადაც წონის კორექციის მსურველებს საკვების მიმართ დამოკიდებულებას ფსიქოლოგიის დახმარებით უცვლიან. საქართვლოს წარმომადგენლობის ცენტრ "ბორმენტალის" მთავარი სპეციალისტის, ფსიქოთერაპევთ თამთა ჭურაძის განცხადებით, მხოლოდ დიეტა დროებით ეფექტს იძლევა და ხშირად ჯანმრთელობის პრობლემებს ქმნის. წონაში დაკლების მცდელობა უმეტეს შემთხვევაში უშედეგო, ხანგრძლივი და მომაბეზრებელია, რაც პიროვნების მუდმივი გაღიზიანებისა და ნერვოზის მიზეზი ხდება.

- ქალბატონო თამთა, როგორ შეიძლება წონის პრობლემის საბოლოოდ გადაჭრა უმტკივნეულოდ და რატომ არის ასეთი რთული წონაში კლება?

- პირველ რიგში იმიტომ, რომ წონაში კლება დიეტასთან, შიმშილთან ასოცირდება, რაც ადამიანს იძულებულს ხდის უარი თქვას საყვარელ პროდუქტებზე და უამრავ სიამოვნებაზე. ეს შეზღუდვები იწვევს გაღიზიანებას, ვინაიდან მშიერი ადამინი ძალიან განერვიულებულია და მუდმივ დისკომფორტს განიცდის.

- აბა დიეტის გარეშე როგორ დავიკლებთ?

- როგორც წესი, ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იწყებს დიეტას "ხვალიდან", შემდეგ გადადებს ორშაბათისთვის, თვის დასაწყისისთვის, დღესასწაულების შემდეგ. ეს იმ ადამინებს ვგულისხმობ, ვისი მიზანი და ყველაზე დიდი ოცნებაც ტანადობააა, უნდა რომ იყოს მოხდენილი, ლამაზი, ჰქონდეს სასურველი სხეულის ფორმები. მიუხედავად ამისა ხშირად ეს არ არის საკმარისი დაიწყოს და - დაიკლოს წონაში.

-  და ამ დროს რა უნდა გავაკეთოთ?

-  მოტივაცია და სწორად შერჩეული მეთოდი, მოგცემთ საშუალებას არ დაგეზაროთ, გადადგათ პირველი ნაბიჯი ტანადობისკენ, როდესაც იცით, რომ შეგიძლიათ მიირთვათ გემრიელად და გახდეთ, თავად შეარჩიოთ რაციონი და ისიამოვნოთ კვების პროცესით, რატომ არ დაიწყებთ?

- "ბორმენტალის" მეთოდი ყველა შემთხვევაში ამართლებს?

- როდესაც ადამინმა ზუსტად იცის, რა უნდა, 100% გამართლებულია, "ბორმენტალი" არის ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბების გზა, ვის არ უნდა მშვიდად, ნერვების მოშლის გარეშე დაიკლოს და თან გემრიელად მიირთვას ისე რომ არ შეუქმნას პრობლემა საკუთარ თავს და გარშემომყოფებს. ყველაზე მეტად ოჯახის წევრები არიან ბედნიერები, როდესაც ხედავენ რომ, საყვარელი ადამიანი ტანჯვა-წამების გარეშე ხდება ტანადი და ლამაზი.

- ამბობენ, რომ დაკლებული კილოგრამების ანაზღაურება ისევ ხდება, ანუ კურსის შემდეგ ისევ იმატებ, ეს მართალია?

- ოქროს წესია, როგორც იკლებ ისე ინარჩუნებ.. წონა უბრუნდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც არასწორი დიეტებით, შიმშილით ან მტანჯველი ვარჯიშებით იკლებენ. აქ რამდენიმე ნიუნსია მათ შორის: ის, რასაც დიეტებით მოწამლულ გონებას ვეძახი. მათ ვინც "სულ დიეტაზეა" და იმდენად ეშინია საკვების, რომ როგორც კი ერთ ლუკმას მიირთმევს, მაშინვე მომატების პანიკური შიში აქვს. ანუ, მაინც მოვიმატებ, ფიქრობს და აგრძელებს, ერთი ლუკმა, ორი ლუკმა და ნელ- ნელა იმდენს ჭამს გადაძღომამდე მიდის. ამის შემდეგ ჩნდება დანაშაულის გრძნობა, ისევ შიმშილი, დაღლა, გადაძღომა, შიმშილი... მუდმივად ჩაკეტილ წრეში ტრიალებს და გამოსვალს ვერ ხედავს. ჯერ იკლებს, შემდეგ იმატებს და ჭარბი წონა არსადაც არ მიდის.

- გამოსავალი?

- გამოსავალი არსებობს, საქართველოში "ბორმენტალს" ამ კუთხით კონკურენტი არ ჰყავს. ჩვენ ვმუშობთ სწორი კვებითი ჩვევების ფორმირებაზე, ადამიანს ფიქრის და გაანალიზების სხვადასხვა ხერხებს ვასწავლით, მას შეუძლია მიირთვას გემრიელად და სიამოვნებით როდესაც შია, თავისი დესერტით. იკლებს და ხვდება რომ იმისათვის რომ იყო დანაყრებული, არ არის აუცილებელი უამრავი საკვები. საჭმელით ბედნიერი ვერ გახდები. ეს მხოლოდ დროებითი ჩანაცვლებაა სხვადასხვა სტრესული სიტუაციების დროს.

- ამას როგორ ახერხებთ?

- ეს საინტერესო და სასიამოვნო პროცესია, როდესაც ჩვენთან მოდის პაციენტი, ფიქრობს, რომ ისევ უნდა იშიმშილოს, ვერ წარმოუდგენია, რომ შეუძლია თან ჭამოს და თან დაიკლოს. როგორც კი ხვდება მეთოდის არსს, ხედავს რომ ტრენინგის მიმდინარეობისას უკვე აქვს შედეგი, იკლებს და თავს კომფორტულად გრძნობს, გაკვირვებული და ბედნიერია. ამასთან, ჩვენი ცენტრი მუდმივად უზრუნველყოფს კლიენტების მხარდაჭერას, ტარდება ყოველთვიური ტრენინგები, კონსულტაციები.

- და იქნებ ერთი საიდუმლო მაინც გაგვიმხილოთ?

-  როგორც გითხარით, ჩვენ ვმუშობთ სწორი კვებითი ჩვევების ფორმირებაზე, თუმცა წამყვანი როლი ფსიქოლოგიურ მუშაობას უჭირავს, ჭარბწონიან ადამიანს ძალიან უჭირს საკუთარ თავზე ზრუნვა, ყველაზე ზრუნავს საკუთარი თავის გარდა, ჩვენი მთავარი მიზანია მას შეუყვარდეს საკუთარი თავი, მიიღოს საკუთარი სხეული, იზრუნოს მასზე და მოუაროს მას, გამოკვებოს და გაუფრთხილდეს. ამის ფონზე ის გაცილებით თავდაჯერებული და მშვიდი ხდება, ეხსნება შფოთვა საზოგადოებრივი აზრის მიმართ, იმას აკეთებს, რაც სიამოვნებას ანიჭებს, ანუ ზრუნავს საკუთარ თავზე და იკლებს წონაში. წონაში დაკლების მთავარ საიდულმოს გაგიმხელთ გინდათ?

- მინდა!

- იზრუნეთ საკუთარ თავზე, როგორც პატარა ბავშვზე. რთულია?

- მაგრამ დრო? ჩვენს საუკუნეში დროის დეფიციტია...

- ასეა, გეთანხმებით, არასოდეს რჩება ადამიანს დრო რომ საკუთარ თავს დაუთმოს, აქ ელემენტარულ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებაზეა საუბარი. არ სცალია რომ ჭამოს, მთელი დღე მშიერია, სანამ ყველა საქმეს არ მორჩება ვერ იცლის საკუთარი თავისთვის. ჭარბწონიანობის პირველი გამომწვევი მიზეზი სწორედ ეს სამი სიტყვაა - "დრო არ მაქვს"!

- ასეთ ადამიანებს როგორ ეხმარებით?

- ჩვენი საქმეც სწორედ ეგ არის, ისინი ვინც ფიქრობს, რომ დრო არ აქვთ, სამსახური და თანამდებობა, ოჯახი, ახლობლები, ყველაფერი ეს საშუალებას არ აძლევს მიხედოს საკუთარ თავს. სწორედ ამ საკითხებთან მუშაობა ხდება ჩვენს ტრენინგზე, რაც ახსენებს ადამიანს საკუთარ თავს და იწყებს მასზე ზრუნვას, კვებას. საკუთარ სხეულს უვლის და უფრთხილდება მას, ეს ჯადოქრობა არ გეგონოთ, ასეთია ადამიანის ბუნება. ყველაზე მეტად საკუთარი თავი უყვარს, უბრალოდ საჭიროა ეს შევახსენოთ, თან ძირფესვიანად. და გახსოვდეთ. სანამ ადამიანი უვლის და ზრუნავს საკუთარ თავზე, მასთან წონა არასოდეს დაბრუნდება.

- როგორ ინარჩუნებთ ასეთი პრესტიჟულობას და პირველობას? ვიცი, რომ უამრავმა ისეთმა ცნობილმა ადამიანმა დაიკლო თქვენს ცენტრში ვინც ამას არ ახმაურებს.

- ჩვენი ცენტრის წარმატება ეს არის კარგი მომსახურეობა, ჩვენთან მოსული კლიენტი ყველა კმაყოფილია,შეიძლება მან იმ მომენტში ვერ გაიაროს კურსი, მაგრამ უახლოეს პერიოდში ბრუნდება. ეს ჩვენი ცენტრის პროფესიონალი სპეციალისტების დამსახურებაა, გარდა იმისა რომ ყოველთვიურად ჩამოდიან სპეციალისტები პეტერბურგიდან, ცენტრს ჰყავს ამ სფეროში კომპეტენტური ქართველი ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები, რომელთა მიზანია ყველას ინდივიდუალური ფაქტორის გათვალისწინებით გაუწიონ შესაბამისი კონსულტირება და მომსახურება.

- და ბოლოს, როგორ მოვიდეთ თქვენამდე, როგორც ვიცი ფილიალებიც გაქვთ.

- თბილისში გურიელის N9 , გვაქვს ფილიალები ბათუმში, გორგილაძის N50 და ქუთაისში ეხლახან შევიცვალთ მისამართი: ერევნის მე 2 შესახვევი N19, ცენტრალური საავადმყოფოს უკან, თუმცა სასურველია დაინტერესებულმა ადამიანმა დარეკოს, ჩაეწეროს და მოვიდეს პირველად უფასო კონსულტაციაზე . თბილისი: 2519997,2326828; ბათუმი: 293891; ქუთაისი: 235525, 235953;

- და რა ღირს თქვენი მომსახურეობა?

- კურსი ერთწლიანია და ამ პერიოდში ხდება დაკლებაც და შენარჩუნებაც. ღირებულება კი გახლავთ 700 ლარი, რომლის გადახდაც შესაძლებელია განვადებით. გვაქვს საოჯახო და კორპორატიული პაკეტები.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი