წყალტუბოში "ქართული ოცნების" წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

წყალტუბოში "ქართული ოცნების" წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

წყალტუბოში, კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წინ, კოალიციის ერთი ფრთის საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი წყალტუბოში არსებულ უსამართლობას აპროტესტებენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ფატი კვერნაძის თქმით, ყოფილი "ნაციონალები", რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, "ქართული ოცნების" დროშას ფეხით თელავდნენ, დღეს "ოცნების" საარჩევნო სიებში მოხვდნენ, ხოლო ადამიანები, რომლებიც კოალიციას თავიდანვე გვერდით ედგნენ, სიებს მიღმა აღმოჩნდნენ.

"წყალტუბო რომ დინოზავრების ქალაქი იყო, ეს ვიცოდით, მაგრამ კენგურუს ქალაქად თუ გადაიქცა, ეგ აღარ გვეგონა. გვინდა, წყალტუბოში სამართლიანობამ იზეიმოს. ზვიად ძიძიგური რომ გამოდის და აცხადებს, სიაში ყველა ვერ მოხვდებაო, ჩამოვიდეს და ადგილზე გაეცნოს მდგომარეობას. ჩვენ მანამდე გავაგრძელებთ აქციებს, ვიდრე ჩვენს მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ და პარტიულ სიას არ გვაჩვენებენ", -აცხადებს აქციის მონაწილე რომან შალამბერიძე.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია