საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და ქვეყნის პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ურთიერთობებზე ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ, ამის მიზეზი კი ის არაერთი უფლებამოსილება გახდა, რომელიც ახლა პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.
ამ ფონზე რეზონანსულია Facebook-ზე გამოქვეყნებული ფოტო, რომელშიც, პრემიერი და პრეზიდენტი ერთად სადილობენ. პაპარაცული ფოტო რესტორან "პურის სახლში" დღეს, შუადღისას არის გადაღებული.
