16 მაისიდან ალტაში სამსუნგის ტელევიზორებზე სპეციალური აქცია იმოქმედებს. კომპანიის ინფორმაციით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც სამსუნგის ფირმის ტელევიზორს "ალტას" მაღაზიათა ქსელში შეიძენს, საჩუქრად "Champion’s Card"-ს მიღებს. სასაჩუქრე ვაუჩერის ბალანსზე 300 ლარამდე თანხა იქნება დარიცხული.
"როგორც წესი, ქალებს არ უყვართ და არ უხარიათ ჩემპიონატის დაწყება, რადგან მთელი ერთი თვის განმავლობაში, მეუღლეების ყურადღების მიღმა რჩებიან. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ქალბატონები გაგვეხალისებინა და ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატი ყოფილიყო ზეიმი, როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალბატონებისთვის. ამიტომ, "ალტა" მამაკაცებს აძლევს საშუალებას, რომ ქალბატონების გული მოიგონ და ამავდროულად, მაღალი ხარისხის ფეხბურთის ყურებით ისიამოვნონ." - აცხადებენ "ალტაში".
კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ "Champion’s card"-ის სასაჩუქრე ვაუჩერის განაღდებას, მომხმარებლები სხვადასხვა სავაჭრო ქსელებში ნებისმიერ პროდუქციაზე შეძლებენ. ასევე, ვაუჩერის გამოყენება შეეძლებათ ნებისმიერ ადგილას, სადაც Liberty Bank-ის ტერმინალები ფუნქციონირებს.
მომხმარებლებს "ალტას" ნებისმიერ ფილიალში, სამსუნგის ტელევიზორების ფართო არჩევანი დახვდებათ. მათ შეეძლებათ შეიძინონ უახლესი ტექნოლოგიის მოდელები. მომხმარებელს ასევე ეძლევა საშუალება - 300 ლარიანი ვაუჩერთან ერთად, მიიღონ Smart ველოსიპედი. "სავარჯიშო Smart ველოსიპედი, უერთდება სმარტ ტელევიზორებს, რის გამოც, ვარჯიში გაცილებით უფრო სახალისო და საინტერესო ხდება. ეს ველოსიპედი საკმაოდ ძვირადღირებულია, "ალტას" მომხმარებელს კი საშუალება ეძლევა, მიიღონ 300 ლარიან Champions Card- თან ერთად". - აცხადებენ კომპანიაში.
ფეხბურთის მოყვარულებს, აქციით სარგებლობა ივლისის ბოლომდე შეეძლებათ. რაც შეეხება Campion’s card"-ს, მომხმარებლები მის გამოყენებას ერთი წლის განმავლობაში შეძლებენ.
"ალტა" ერთგულ მომხმარებლებს, წამახალისებელ აქციებს ხშირად სთავაზობს. მენეჯმენტში განმარტავენ, რომ სასაჩუქრე ვაუჩერების სისტემა ძალზედ მოქნილი და მოხერხებულია, რადგან მომხმარებელს ეძლევა არჩევანის სრული თავისუფლება, შეიძინოს სასურველი ნივთი.
R