ლანჩხუთში "ლიბერთი ბანკის" ფილიალი გაძარცვეს

ლანჩხუთში "ლიბერთი ბანკის" ფილიალი გაძარცვეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის თემში, ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. წაღებულია სეიფი, რომელშიც თითქმის 4 ათას ლარამდე თანხა ინახებოდა. ყაჩაღობის ფაქტს ჩოჩხათის თემის რწმუნებული, ალეკო სარიშვილი ადასტურებს.

"დღეს, დილით დამირეკა ფილიალის თანამშრომელმა და თანხის გატაცების შესახებ მაცნობა. თანხა სეიფიანად არის წაღებული. ფილიალი გამგეობის ადმინისტრაციული ორგანოს შენობაშია, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება", - ამბობს სარიშვილი.

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია