ყაზბეგში მთის მოწყვეტის შედეგად გამოწვეულ ვითარებაში უკვე ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, დეპარტამენტის თანამშრომლები უკვე ადგილზე იმყოფებიან და ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.
რაც შეეხება მთის მასის მოწყვეტის შედეგად მსხვერპლის არსებობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯერჯერობით ინფორმაცია ამის შესახებ არ აქვთ.
მთის მასა დარიალის ხეობაში დღეს მოწყდა.